მეტამორფოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
ორგანიზმის გარდაქმნა პოსტემბრიონული განვითარების პერიოდში. მეტამორფოზი დაკავშირებულია საარსებო პირობებისა და ცხოვრების ნირის მკვეთრ ცვლილებებთან [[ონტოგენეზი|ონტოგენეზში]]. მეტამორფოზი ხდება მხოლოდ არაპირდაპირი ანუ [[ლარვა|ლარვული]] განვითარებისას და გამოიხატება ლარვის გარდაქმნაში ცხოველის საბოლოო ფორმად.
ლარვა სრულასაკოვანი ცხოველებისაგან განსხვავდება თავისი ფუნქციებით და აგებულებით, რაც დროებითი ორგანოებისა და ნაწილების განვითარებით ვლინდება. მეტამორფოზის დროს ეს ორგანოები იცვლება საბოლოო ([[დეფინიტური]]) ორგანოებით, რაც უფრო ხშირად თანდათანობით ხდება. ზოგჯერ მოკლე დროში ხდება და თანაც ყველა ნაწილის მეტნაკლებად ერთდროულად და მკვეთრად გარდაქმნით ([[კატასტროფული მეტამორფოზი]]). ზოგჯერ კი თითქმის ყველა [[ქსოვილი]]ს სრული დაშლით ([[ნეკრობიოზული მეტამორფოზი]]).
მაგალითად, უმაღლესი [[მწერებისმწერები]] ([[ბუზები]], [[პეპლები]], [[ხოჭოები]]) ე.წ. სრული გარდაქცევისას ([[ჰოლომეტაბოლია]]) ჭუპრის სტადიაზე იშლება თითქმის ყველა ორგანო, ახალი ორგანოები კი არადიფერენცირებული უჯრედების გროვებიდან ვითარდება.
 
ზოგჯერ ერთი და იმავე ცხოველის ონტეგენეზში რამდენიმე ლარვული ფორმაა და, შესაბამისად, მეტამორფოზიც რამდენჯერმე ხდება ([[ჰიპერმეტამორფოზი]]). ზოგი ცხოველის ლარვას გამრავლების უნარი აქვს; ზოგჯერ კი ლარვა მეტამორფოზს აღარ განიცდის, იზრდება და განაყოფიერებით მრავლდება, რასაც [[ნეოტენია]] ეწოდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტამორფოზი“-დან