ნიკოლოზ ღოღობერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ღოღობერიძე}} '''ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე''' (დ. 29 აპ...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
სწავლა დაიწყო ქუთაისში, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში, სადაც [[1857]] წელს დაამთავრა გიმნაზია, შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, აგრეთვე მეგობრობდა შემდეგში ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვა.
 
[[1861]] წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდა — ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. სამი წლის შემდეგ ისტორიკოს დ. ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამავე ხანებში ეს ორი მოღვაწე სტეფანე მელიქიშვილსა დავახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში აარსებენ ქართულ სტამბას, ბეჭდავენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ გაზეტებს, მათვე გამოსცეს დროება.
 
[[1868]] წლიდან ნ. ღოღობერიძე მუშაობს სასამართლო სისტემაში ჯერ თბილისში, შემდეგ ქუტაისში. აქვე აირჩიეს საადგილმამულო ბანკის მმართველად. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი და ჩაება მარგანეცის მოპოება-დამუშავების საქმეში, თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].