სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სომხეთის სსრ}}
'''სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა''' ({{lang-hy|Հայկական Սովետական Սոցիալիստական Հանրապետություն}}), შემოკლებით '''სომხეთის სსრ''', [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირში]] შემავალი რესპუბლიკა, რომელიც შეიქმნა [[1920]] წლის დეკემბერში. [[1922]] წლის 12 მარტიდან [[1936]] წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა [[ამიერკავკასიის სსრ]]-ის შემადგენლობაში. 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ [[სსრკ]]-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა [[საქართველოს სსრ]], აღმოსავლეთით [[აზერბაიჯანის სსრ]], სამხრეთით [[ირანი]], დასავლეთით [[თურქეთი]]. [[1991]] წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა [[სომხეთი]]ს რესპუბლიკა.
 
== ისტორია ==
=== გასაბჭოება ===
[[1828]] წლიდან [[1917]] წლის [[ოქტომბრის რევოლუცია]]მდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ნაწილი იყო და ძირითადად [[ერევნის გუბერნია]]ს მოიცავდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, [[ვლადიმერ ლენინი]]ს მთავრობამ გამოაცხადა რომ იმპერიაში შემავალ უმცირესობებს თვითგამოხატვის საშუალება მიეცემოდათ. იმპერიის გაუქმების შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველომ და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (იხილეთ სტატია [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა]])<ref>Richard G. Hovannisian, ''Republic of Armenia''. 4 vols. Berkeley: University of California Press, 1971-1996.</ref>.
 
== სახელმწიფო წყობილება ==
სომხეთის სსრ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, რომელიც [[სსრკ]]-ის შემადგენლობაში შედიოდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სომხეთის სსრ-ის ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო (ირჩევდა მოსახლეობა 5 წლის ვადით). მის კონპეტენციაში შედიოდა კანონების მიღება, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს - რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს (მთავრობის) შექმნა და სხვა. სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს - სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: რაიონებია, ქალაქებია, [[ქალაქი]]ს რაიონების, დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ორნახევარი წლის ვადით ირჩევდა. მართლმსაჯულებას ახორციელებდა სომხეთის სსრ უმაღლესი სასამართლო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სომხეთის სსრ პროკურორს ნიშნავდა [[სსრკ]]-ის გენერალური [[პროკურორი]] 5 წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნულ საბჭოში სომხეთის სსრ წარმოდგენილი იყო 32 [[დეპუტატი]]თ.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
{{ესკიზი-სომხეთი}}