მიხეილ ჩაჩავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ჩაჩავა}} '''მიხეილ კონსტანტინეს ძე ჩაჩავა''' (დ. 15 ნოემბერი, [...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[1928]] წელს დაამთავრა თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და გახდა ცნობილი ქართველი ქირურგის გრიგოლ მუხაძის მოწაფე, რომლის ხელმძღვანელობითაც დაოსტატდა. [[1936]] წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ სადოქტორო. [[1944]]-[[1950]] წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი. [[1950]]-[[1968]] წლებში განაგებდა პედიატრიული და სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის, [[1968]]-[[1974]] წლებში კი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. [[1974]] წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი. ფათო დიაპაზონის მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე, მას ფართოდ უღებდნენ უცხოური კლინიკების კარებს, [[1960]] წელს ხანგრძლივი ვადით მიიწვიეს ინგლისში.
 
მიხეილ ჩაჩავა 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის რვა მონოგრაფიაა და ოთხი სახელმძღვანელო. მას დიდი როლი მიუძღვის წყლულოვან დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საქმეში. იგი აგრეთვე საყლაპავი მილის, გულკერდის ღრუს ორგანოებისა და ძვალ-სახსარის ტუბერკულიოზის, პროქტოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის ინიციატორია საქართველოში. თავისი 55 წლის მანძილზე გაკეთებული ჰქონდა 20 ათასზე მეტი ოპერაცია მარტო გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე, მან საქართველოში პირველად შეასრულა გულის მანკის ოპერაციები.
 
მიხეილ ჩაჩავა დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. 1985 წელს მშობლიური ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ჩაჩავა“-დან