ნიკოლოზ ჩაჩავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ჩაჩავა}} '''ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ჩაჩავა''' (დ. 26 ივნისი, 1901,...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ლექსების წერა ქუთაისში დაიწყო, აქვე აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობის ლიტერატურულ-შემოქმედებით წრეებში. 1922 წელს შევიდა თბილისში დაარსებულ ფუტურის-ლეფელთა ლიტერატურულ გაერთიანებაში და ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
 
ნიკოლოზ ჩაჩავა რამოდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „სიცოცხლეს ვუმღერ“, „სადაც ვშობილვარ“, „ცისა და მიწის“, „რაც განმიცდია“, „ამ ქვეყანაზე“, „ამ თაობიდან იმ თაობამდე“, „მე ისევ ვცოცხლობ“ და სხვები. ის ასევე აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართველ მკითხველს გააცნო რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ოსი პოეტების ლექსები. გარდა ამისა დაუცხრომელად იღწვოდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში. იყო ალმანახ „ლიტერატურა და სხვას“ რედაქტორი, გაზეთ „დროულის“ თანარედაქტორი, „ლიტერატურული გაზეთის“, „ჩვენი თაობისა“ და „დროშის“ აქტიური თანამშრომელი.
 
ღვაწლმოსილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დაჯილდოვებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჩაჩავა“-დან