დიდუბის პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
{{ციტატა|...პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეტა ნეშტნი, აგრეთვე იმ ქველმოქმედ პირტა ნეშტნიც, რომელნიც შესწირავენ ეროვნულ საქმეს არა ნაკლებ 10,000 მანეთისა, და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზეგანმათავისუფლებელი ომის 1914 წლის განმავლობაში. უფლება პანთეონში დაკრძალვისა ეკუთვნისმხოლოდ იმ მოღვაწეთ, რომლებიც აკმაყოფილებენ „ნაკაზის“ პირველი მუხლის მოთხოვნილებას. ამასთან საკითხს სწყვეტს მთავარი გამგეობის, პანთეონის სექცია და თბილისში არსებულ კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლობის შეერტებული კრება. პანთეონის ღირსების დასაცავად შეერთებული კრების წევრები ვალდებულნი არიან პირუთვნელად დააფასონ განსვენებულის ღვაწლი სამშობლოს ერის წინაშე და საკითხი გადასჭრან ფარული კენჭისყრით, რისთვისაც საჭიროა დამსწრე წევრთა უპირატესობის სურვილი, ვინაიდან პანთეონში ყველა ადგილები საპატიოდ ითვლებიან, ამიტომ პანთეონის მთლიანობის დასაცავად სასაფლაო ადგილები ერთნაირის წესის მიხედვითა და განსაზღვრული ზომით უნდა მივსცეთ<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 103-104</ref>.}}
პანთეონის მართვა გამგეობისათვის შემუშავდა აგრტვე ინსტრუქციაც, რომელშიაც შენიშვნის სახით ნათქვამია:
{{ციტატა|სავანეში შეიძლება დაკრძალვა პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწის ნეშტისაც, თუ მას პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის საზოგადოებრივ სარბიელზე, როგორც პუბლიცისტს, მწერალსა ან მეცნიერს<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 104</ref>.}}
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 80-90-იან წლებში დიდუბეში, [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიის]] შემოგარენში, შეიქმნა დიდუბის პანთეონი, რომელსაც მეურვეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. შემდგომ აქ ნაკლებად ცნობილ პირებს კრძალავდნენ და პანთეონმა თანდათან დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. [[1938]] წელს გაუქმდა დიდუბის სასაფლაო; სასაფლაოს ნაწილი, სადაც გამოჩენილ პირთა საფლავები იყო, შემოიფარგლა. [[1939]] წელს გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი.