დიდუბის პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება უფრო გვიან მომხდარა. 1915 წლის 26 მაისს „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას“ გამოაქვს განჩინებადიდუბის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის შესახებ. მ. დედაბრიშვილისა და ი. გიორგობიანს დაევალათ პანთეონის შემოღობვის საქმის მოწესრიგება<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481, საქმე1552, გვ. 12</ref>. განჩინების 23-ე გვერდზე, გამგეოება მოახსენებს საზოგადოების საერთო კრებას დიდუბის ეკლესიის გალავანშიქართველ მოღვაწეთა პანთეონის დაარსების შესახებ და ამას ასაბუთებს შემდეგი აუცილებლობით:
{{ციტატა|პრინციპულად დროის შესაფერისად აღიარებულ იქნას ქართველ მოღვაწეთა სავანე — მოწყობა დიდუბის ეკლესიის გალავანში. 2. გადაიდოს ათას-ათასი (1000) მანეთი ხუთი წლის განმავლობაშიშეძენილ და უკვე შემოღობილ ადგილის შესასყიდლად და დამტკიცებულ იქნას შემოღობვაზე გაწეული ხარჯი 205 მანეთი, რომელიც დაიფაროს 1915 წლის შემოსავლის ნაშთიდან. 3. მიენდოს გამგეობას შეადგინოს განსაკუთრებული კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშავოს როგორც არქიტექტურული გეგმა, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა პანთეონის მოწყობისა და ინსტრუქცია ქონების მართვა გამგებლობისა.}}
ზემოთმოყვანილი დოკუმენტი უთარიღოა, მაგრამ სხვა საარქივო მასალებთან შეჯერების საფუძველზე, სავარაუდოა, რომ ეს კრება უნდა შემდგარიყო 1915 წლის 21 ნოემბერს. იმავე წლის 22 დეკემბერს გამგეობას გამოაქვს განჩინება პანთეონის გეგმის შესამუშავებლად კომისიის არჩევისა. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: გიორგი ყაზბეგი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ანატოლი კალგინი და იაკობ ნიკოლაძე.
 
1918 წლის 2 ივლისს „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ განიხილა საკითხი „ქართველ მოღვაწეთა სავანის მართვა-გამგებლობის „ნაკაზის“ (გარიგების) პროექტი“, რომელშიც ნათქვამია:
{{ციტატა|...პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეტა ნეშტნი, აგრეთვე იმ ქველმოქმედ პირტა ნეშტნიც, რომელნიც შესწირავენ ეროვნულ საქმეს არა ნაკლებ 10,000 მანეთისა, და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზეგანმათავისუფლებელი ომის 1914 წლის განმავლობაში. უფლება პანთეონში დაკრძალვისა ეკუთვნისმხოლოდ იმ მოღვაწეთ, რომლებიც აკმაყოფილებენ „ნაკაზის“ პირველი მუხლის მოთხოვნილებას.}}
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 80-90-იან წლებში დიდუბეში, [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიის]] შემოგარენში, შეიქმნა დიდუბის პანთეონი, რომელსაც მეურვეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. შემდგომ აქ ნაკლებად ცნობილ პირებს კრძალავდნენ და პანთეონმა თანდათან დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. [[1938]] წელს გაუქმდა დიდუბის სასაფლაო; სასაფლაოს ნაწილი, სადაც გამოჩენილ პირთა საფლავები იყო, შემოიფარგლა. [[1939]] წელს გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი.