დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Bronze axe from Didube 1000 BCE or earlier.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|ბრინჯაოს ხანის ცული დიდუბის ნამოსახლარიდან]]
დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია [[ენეოლითი]]ს დასასრულისა და ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] დასაწყისის ([[ძვ. წ. IV ათასწლეული]]ს ბოლო) ნამოსახლარი, [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ადრეული ძეგლი (გაითხარა [[1930]], ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში. გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი ინვენტარი ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდგმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში, როგორც ჩანს, დიდი ადგილილ ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეტევზეობას, ...დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა<ref>დ. ქორიძე, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, ნაწ. 1, 1955 წ. გვ. 75</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან