ვიქტორ დოლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ გვერდი → საიტი using AWB
No edit summary
ხაზი 21:
|ყოფილიწევრები =
}}
'''ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე''' (დ. [[18 ივლისი]], [[ოზურგეთი]], [[1890]] — გ. [[24 მაისი]], [[1933]], [[თბილისი]]) — ქართველი კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 28:
თბილისის კომერციულ სასწავლებელში სწავლისას ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი (მანდოლინისა და გიტარის, რომელთა ვირტუოზი შემსრულებელი თვითონვე იყო). [[1910]] წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა. [[1917]] წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში. აქვე მოისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "[[ქეთო და კოტე (ოპერა)|ქეთო და კოტე]]" (ა. ცაგარელის "[[ხანუმა]]ს" მიხედვით, დაიდგა [[1922]] წელს) და "ცისანა" (ს. ერთაწმინდლის სიუჟეტზე, დაიდგა [[1929]] წელს). ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე [[1919]] პირველად დადგმულ [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" და [[ზაქარია ფალიაშვილი|ზ. ფალიაშვილის]] "აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე" იდგმებოდა ყოფილი [[სსრკ]]-ის არაერთ საოპერო თეატრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (რეჟისორი [[შალვა გედევანიშვილი]] და [[ვახტანგ ტაბლიაშვილი]], 1948).
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. [[თბილისი|თბილისსა]] და [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] არის მისი სახელობის ქუჩები.
 
== ლიტერატურა ==
* ენციკლოპედია საქართველო, თბილისი, 2002. გვ. 427
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
{{DEFAULTSORT:დოლიძე, ვიქტორ}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1890]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_დოლიძე“-დან