საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q5563436
No edit summary
ხაზი 3:
საქართველოს [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძ]]ის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებას 1929 წელს [[ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი|ალექსანდრე გრიბოედოვ]]ის საიუბილეო გამოფენა დაედო საფუძვლად. მუზეუმის პირველი მასალაც სწორედ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთებისგან შედგებოდა, რასაც სამუზეუმო საქმის დიდმა მცოდნემ, სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა მოუყარა თავი.
 
'''საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი''', საქართველოს [[გიორგი ლეონიძე|გ. ლეონიძის]] სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი [[თბილისი|თბილისში]]. დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში. 1929 წელს [[მთაწმინდა]]ზე [[ალექსანდრე გრიბოედოვი]]ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის ბაზაზე შეიქმნა რუსი მწერლის მუზეუმი, რომელსაც 1931 წლიდან წმ. დავითის ეკლესიაში მოთავსებული მწერალთა მუზეუმი შეუერთდა. 1935 წელს მას საქართველოს მწერალთა მუზეუმი, ხოლო 1938 — საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი ეწოდა. ამავე წელს საქართველოს ლიტერატურული მუზეუმმა ბინა დაიდო [[ჯორჯიაშვილის ქუჩა]]ზე, სადაც ამჟამადაც იმყოფება. 1967 წელს მას [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] სახელი მიეკუთვნა.
 
1940-1952, 1982-2005 წლებში ლიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „[[ლიტერატურის მატიანე]]ს“. .
 
== მუზეუმის ისტორია ==