დიმიტრი ბენაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბენაშვილი}}
[[ფაილი:თბილისი, 1939 წ. (დიმიტრი ბენაშვილი).JPG|250px|thumb|დიმიტრი ბენაშვილი, თბილისი, 1939 წ.]]
'''დიმიტრი გიორგის ძე ბენაშვილი''' (დ. [[28 ნოემბერი]], [[1910]], [[ზემო მაჩხაანი|სოფ. ზემო მაჩხაანი]], ახლანდელი [[დედოფლისწყაროს რაიონი]] გ. [[28 ივნისი]], [[1982]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
 
==ბიოგრაფია==
1933 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "[[ჩვენი თაობა|ჩვენი თაობის]]" რედაქტორი (1939-1942), [[რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი]]ს უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – [[ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სოციალისტური რეალიზმისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს მიეძღვნა ბენაშვილის ნაშრომები "მარქსიზმი და ლიტერატურა" (1931), "ხელოვნების საკითხები" (1941) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა: "ალექსანდრე ყაზბეგი" (1939), "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება" (1959), "ვაჟა–ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე" (1961), აგრეთვე გამოკვლევებისა: "კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" (1967), "სახისა და ხასიათის პრობლემა «ვეფხისტყაოსანში»" (1954), "გალაკტიონ ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე" (1961) და სხვა.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, თბ., 1977, გვ. 302.
* ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბ., 1997, გვ. 396.
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
{{DEFAULTSORT:ბენაშვილი, დიმიტრი}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]]