ილია აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ილია ვლადიმერის ძე აბულაძე''' (დ. [[24 ნოემბერი]], [[1901]], სოფ. [[ზემო საქარა]], ახლანდელი [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი]] გ. [[9 ოქტომბერი]], [[1968]], [[თბილისი]]) [[ქართველები|ქართველი]] ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] წევრ-კორესპონდენტი; [[ხელნაწერთა ინსტიტუტი]]ს (დღეს ― ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958—1968 წწ).<ref name="mn">[http://www.manuscript.ge/index.php?m=178 ილია აბულაძის კაბინეტი]. / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.</ref> მისი პირადი არქივი [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]] [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|ინახება]]<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=311 ილია აბულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი]</ref>
 
== ბიოგრაფია ==
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე დაიბადა [[1901]] წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), [[პროფესორი]] (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
 
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 — ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965—1966). 1937 წელის სექტმბერში, ეჩმიაძინის მუზეუმში (სომხეთი), ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი, რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა, ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა. ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო, აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს.
ხაზი 14:
* ''მრავალთავი X '' (ეძღვნება ილია აბულაძის დაბადებიდან 80 წლისთვს. თბ.1983)
{{ქსე|1|44|ქურციკიძე ც.}}
* ''პირადი არქივების აღწერილობა-ილია აბულაძე,'' ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტ. 2, თბ. 2010.
* ''კუდავა ბ., ''აკადემიკოსი ილია აბულაძე, ჟურნალი: მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N 1, თბ. 2012.
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", თბ., 1994
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
{{DEFAULTSORT:აბულაძე, ილია}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები]]
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აბულაძე“-დან