ოსკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სტატუეტი >> ქანდაკება
ხაზი 18:
 
== ისტორია ==
„აკადემიის პრიზების“ პრეზენტაცია პირველად გაიმართა 1929 წლის 16 მაისს კერძო ვახშამზე „Hollywood Roosevelt Hotel“-ში. ცერემონიას ესწრებოდა დაახლოებით 270 ადამიანი. მაშინდელი წვეულების ბილეთის ღირებულება იყო 5 დოლარი (2015 წლის კურსით 69 დოლარი). სულ გადაცემული იქნა „ოსკარის“ თხუთმეტი სტატუეტიქანდაკება. პრიზით აღინიშნა 1927-28 წლებში გამოსული ფილმები, დამდგმელი რეჟისორების და კინოინდუსტრიაში მოღვაწე სხვა პიროვნებების საქმიანობა. ცერემონია გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
 
იმ პერიოდში დაჯილდოების შედეგები მედიას ღამით, 23:00 საათზე გადაეცემოდა. თუმცა ხშირად გამარჯვებულების სახელებს მედია წინასწარ ასაჯაროებდა. ამიტომ 1941 წლიდან აკადემია იყენებს დალუქულ კონვერტებს, სადაც გამარჯვებულების სახელია მოხსენიებული.
ხაზი 26:
29-ე ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 1957 წლის 27 მარტს, შემოღებულ იქნა [[ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის]], მანამდე კი, უცხოენოვანი ფილმების დაჯილდოვება ხდებოდა სპეციალური პრიზებით კინემატოგრაფიული მიღწევისათვის. ამ სერიიდან პირველი ოსკარი 1947 წელს აიღო [[ვიტორიო დე სიკა]]ს ფილმმა „შუშა“. ხოლო 1957 წელს [[ფედერიკო ფელინი]]ს ფილმმა, [[გზა (1954 წლის ფილმი)|გზა]] მიიღო ოსკარი ახალი სახელწოდებით.
 
ქრონოლოგიურად ბოლო, [[ოსკარის 86-ე დაჯილდოება|ოსკარის 86-ე დაჯილდოების]] ცერემონია გაიმართა 2014 წელს. ამ დროისთვის აკადემიას სულ გადაცემული ჰქონდა 2.809 ოსკარის სტატუეტიქანდაკება.
 
== ქანდაკება ==
== სტატუეტი ==
მიუხედავად იმისა, რომ „კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“ გასცემს სხვა შვიდ პრიზსაც, ალბათ მთელ მსოფლიოში მაინც ყველაზე ცნობილი ერთია, ოსკარი. ოფიციალური სახელწოდებაა, „კინოაკადემიის ღირსების პრიზი“ (Academy Award of Merit). დამზადებულია მოოქროვილი ბრიტანიუმისგან, შავი ფერის ლითონის სადგამით. სიმაღლეში არის 34 სმ, იწონის 3.85 კგ-ს. [[არტ-დეკო]]ს სტილში გამოსახულ რაინდს ხელთ უპყრია [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნის]] ხმალი, დგას კინოფირის ხუთ კოლოფზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას: მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პროდიუსერები და ტექნიკური პერსონალი. სტატუეტიქანდაკება შექმნილია თავისუფალი ფანტაზიით. მოდელი არ გამოუყენებიათ.
 
1928 წელს სტატუეტისქანდაკების შექმნას ხელმძღვანელობდა კომპანია [[Metro-Goldwyn-Mayer|MGM]]-ის სამხატვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე თავალსაჩინო ართ-დირექტორი [[სედრიკ გიბონსი]]. ოფიციალურად ოსკარის დიზაინერად ითვლება თვითონ გიბონსი, ხოლო სკულპტორად, [[ლოს-ანჟელესი|ლოს-ანჟელესელი]] მოქანდაკე ჯორჯ სტენლი.<ref>http://www.oscars.org/oscars/statuette</ref> ოსკარის პირველი ორიგინალი ჩამოისხა 1928 წელს საამქროში, CW Shumway & Sons Foundry, [[ჩიკაგო]]ს გარეუბან ბატავიაში. 1983 წლიდან მოყოლებული დაახლოებით ოსკარის 50 სტატუეტიქანდაკება მზადდება ყოველ წელს ჩიკაგოს მანუფაქტურაში, RS Owens & Company. თითოეული სტატუეტისქანდაკების დამზადებას სჭირდება სამიდან ოთხ კვირამდე.
 
=== სახელი ===
ოსკარის სახელის წარმოშობა დღესაც სადავოა. [[ბეტი დეივისი]]ს ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს თითქოს კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა. სიტყვა „ოსკარი“ ბეჭდურ მედიაში პირველად [[ტაიმი (ჟურნალი)|თაიმის]] 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს. [[უოლტ დისნეი]]ც ახსენებს „ოსკარს“, როცა იხდის მადლობას თავისი, 1932 წელს აღებული კინოაკადემიის პრიზისთვის. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკაშირდება კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს (Margaret Herrick). ჰერიკმა 1931 წელს როცა პირველად ნახა სტატუეტიქანდაკება, წამოიძახა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები, „ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია“ <ref>https://en.wikipedia.org/wiki/Margaret_Herrick</ref>. ამ ფაქტს შეესწრო ჟურნალისტი სიდნი სკოლსკი, ვინც შემდეგ თავის სტატიაში დაწერა, რომ კინოაკადემიის „თანამშრომლებმა უკვე მოუფიქრეს საყვარელი სახელი, „ოსკარი“ მათ ცნობილ ქანდაკებას“. კინოაკადემიამ მხოლოდ 1939 წელს უწოდა ოფიციალურად თავის სტატუეტსქანდაკებას „ოსკარი“.
 
=== საკუთრების უფლება ===
1950 წლიდან სტატუეტიქანდაკება უკვე იურიდიულად დაცულია საკუთრების უფლებით. არც გამარჯვებულებს და არც მათ მემკვიდრეებს არ შეუძლიათ მისი გაყიდვა. მათ საკუთრებაში არსებული „ოსკარი“ ჯერ კინოაკადემიას 1 დოლარად უნდა შეთავაზონ. თუ მფლობელი არ ეთანხმება ამ პირობას, ამ შემთხვევაში კინოაკადემია უპირობოდ ინარჩუნებს სტატუეტსქანდაკებას. თუმცა ის „ოსკარები“, რომელიც ამ თარიღამდე იქნა გადაცემული, არ ემორჩილება ამ განაწესს. ასე მაგალითად, 2011 წლის დეკემბერში აუქციონზე გატანილ იქნა [[ორსონ უელსი]]ს მიერ 1941 წელს ფილმ „[[მოქალაქე კეინი]]ს“ სცენარისთვის აღებული ოსკარი. უელსის მემკვიდრეებმა 2004 წელს მოიგეს სასამართლო პროცესი. გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, უელსს ხელი არ მიუწერია ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მას ავალდებულებდა სტატუეტიქანდაკება აკადემიისთვის უკან დაებრუნებინა. 2011 წლის 20 დეკემბერს „მოქალაქე კეინის“ ოსკარი ინტერნეტ აუქციონზე 861,542 დოლარად გაიყიდა.
 
== ნომინაცია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსკარი“-დან