ახალგორის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 12 interwiki links, now provided by Wikidata on d:q1472064 (translate me)
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
ხაზი 17:
'''ახალგორის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული, აღმოსავლეთ საქართველოში, [[მცხეთა-მთიანეთის მხარე]]ში. ახლანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია [[1917]] წლამდე [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[გორის მაზრა]]ში შედიოდა, [[1922]]-[[1990]] წწ. მუნიციპალიტეტი შედიოდა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში]], [[1934]]-[[1990]] წწ. ეწოდებოდა ლენინგორის რაიონი. [[1992]] წლიდან [[საქართველო]]ს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტია.
 
აღმოსავლეთით ესაზღვრება [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით [[კასპის მუნიციპალიტეტი]], დასავლეთით [[გორის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტები]].
 
ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია – 1011 კმ².
ხაზი 27:
მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია [[ხარულის ქედი|ხარულისა]] და [[ალევის ქედი|ალევის ქედები]] და ვულკანურ მაღალმთიანი [[ყელის ზეგანი]].
ხარულის ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც [[კავკასიონი|კავკასიონს]] ლაღწითის მწვერვალთან გამოეყოფა და თითქმის მერიდიანულად მიემართება. უკავშირდება იგი [[გერმუხის ქედი]]ს
აღმოსავლურ ბოლოს მთა ქნოღოსთან. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყელი (3628 მ). მნიშვნელოვანი მთებია: ქნოღო, გალავდური, ცხრაწყარო. ხარულის ქედი აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური ქანებით.
 
[[ალევის ქედი]] კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც ხარულის ქედს უერთდება არხის ქედის მეშვეობით. ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი
სამხრული. მნიშვნელოვანი მთებია: ლომისისმთა, მუნჯუხე, ყურყუტა, საფერშეთი, ლორწომისკლდე. ცარცული სისტემის ფლიშური წყებებით აგებულ ალევის ქედს ნაზი რელიეფი ახასიათებს, რაც გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში.
 
[[ყელის ზეგანი]] ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფარგლება კავკასიონის მთავარი ქედით, ხარულისა და არხის ქედებით. ზეგნის სიმაღლე მერყეობს 2600-3200 მ
შორს. იგი საფეხურებად ეშვება სამხრეთით არხის ქედისაკენ და აღმოსავლეთით მდინარე არაგვისკენ.
ყელის ზეგანმა გამყინვარება განიცადა, რაც გამოიხატება [[ტროგი|ტროგების]], [[მორენა|მორენებისა]] და სხვათა სახით. გვხვდება ასევე პერიგლაციალური ფორმები.
 
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების [[ქსანი|ქსნისა]] და [[ლეხურა]]ს ხეობები.
ხაზი 45:
ექვემდებარება. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წლყლით. წყალდიდობა იცის [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], წყალმცირობა [[ზამთარი|ზამთარში]]. ქსანი მტკვრის მარცხენა შენაკადია.
 
მუნიციპალიტეტის ფარგლლებში ქსნის შენაკადებიდან მნიშნვნელოვანია ცხრაძმულა, ჭურთა და ალეურა.
 
[[ცხრაძმულა]] (სიგრძე 15 კმ) და [[ალეურა]] (სიგრძე 21 კმ) იბადებიან [[ალევის ქედი]]ს დასავლეთ კალთაზე. ხოლო [[ჭურთა]] (სიგრძე 18 კმ) ხარულის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე.
ხაზი 63:
=== ნიადაგები ===
[[რელიეფი]]ს ხასიათის შესაბამისად ნიადაგები სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. ტყის ზონის ქვემო ნაწილში გაბატონებულია ყავისფერი ნიადაგები, რომელსაც შუა ნაწილში მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის, ხოლო ზემო ნაწილში ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები.
ტყის ზონის ზემოთ დიდი ფართობი უჭირავს მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებს.
 
ალუვიური კარბონატული [[ნიადაგი|ნიადაგები]] გვხვდება მდინარე [[ქსანი|ქსნის]] გასწვრივ.
ხაზი 105:
 
== კულტურა ==
მუნიციპალიტეტში 30 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 12 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
 
== ღირსშესანიშნაობანი ==
ხაზი 115:
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://akhalgori.org.ge/ ახალგორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდისაიტი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
{{commonscat|Akhalgori district|ახალგორის მუნიციპალიტეტი}}