გრაუბიუნდენის კანტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
ხაზი 49:
|შენიშვნა =
}}
'''გრაუბიუნდენი''' ({{lang-de|Graubünden}}; {{lang-it|Grisons}}; [[რეტორომანული ენა|რეტორ]]. Grischun) — [[შვეიცარია|შვეიცარიის]] უდიდესი [[კანტონი (ადმინისტრაციული ერთეული)|კანტონი]]. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება [[ტიჩინოს კანტონი|ტიჩინოს]], [[ურის კანტონი|ურის]], [[გლარუსის კანტონი|გლარუსისა]] და [[სანქტ-გალენის კანტონი|სანქტ-გალენის კანტონები]], ასევე [[იტალია]], [[ავსტრია]] და [[ლიხტენშტაინი]]. გრაუბიუნდენში სახლობს შვეიცარიის სამი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი და შესაბამისად გავრცელებულია სამი ენა — [[შვეიცარიული გერმანული ენა|შვეიცარიული გერმანული]], [[იტალიური ენა|იტალიური]] და [[რეტორომანული ენა|რეტორომანული]]. ასევე, ის ერთადერთი კანტონია, სადაც უძველესი რეტორომანული ენის დიალექტებზე დღემდე საუბრობენ. ადმინისტრაციულად კანტონი 11 რაიონადაა დაყოფილი.
 
[[2010]] წლის მონაცემებით, [[მოსახლეობა]] 192 621 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 28 008 (14,84%) უცხოელია.<ref>{{cite web | last = Federal Department of Statistics | title = Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen | year = 2008 | url = http://www.bfs.admin.ch/bfs/portal/de/index/themen/01/02/blank/key/raeumliche_verteilung/kantone__gemeinden.html | format = Microsoft Excel | accessdate = November 5, 2008}}</ref> 47% [[კათოლიკობა|კათოლიკეა]], 41% [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტი]].<ref>{{cite web | last = Federal Department of Statistics | title = Wohnbevölkerung nach Religion, nach Kantonen und Städten | year = 2008 | url = http://www.bfs.admin.ch/bfs/portal/de/index/themen/01/05/blank/key/religionen.html | format = Microsoft Excel | accessdate = 2008-10-06 }}</ref>
 
გრაუბიუნდენის ფართობი 7 105,2 კმ²-ია და ამ მხრივ უდიდესია შვეიცარიის კანტონებს შორის. პროდუქტიულად ტერიტორიის მხოლოდ 1/3 მიიჩნევა, მეხუთედი კი [[ტყე|ტყითაა]] დაფარული. კანტონი მთლიანად მთიანია, მოიცავს მდინარე [[რაინი]]სა და [[ინი (მდინარე)|ინის]] ხეობებს. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს [[შვეიცარიის ეროვნული პარკი|შვეიცარიის ერთადერთი ეროვნული პარკი]]. მისი ჩრდილოეთ ნაწილის მთები [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლთა სიაშია შესული სახელით [[სარდონის ტექტონიკური ზონა]].
 
კანტონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ერთ დროს [[ძველი რომი]]ს რეტიის პროვინციას მიეკუთვნებოდა, რომელიც ძვ. წ. XV საუკუნეში შეიქმნა. თანამედროვე დედაქალაქი [[კური]] რომაელების დროს ''კურიას'' სახელით იყო ცნობილი.
 
შვეიცარიის კონფედერაციაში კანტონი [[1803]] წელს შევიდა.
 
[[სოფლის მეურნეობა]] დღემდე რჩება იმ დარგად, რომელიც კანტონის დაშორებულ ხეობებს კვლავ დასახლებულად ტოვებს, ამიტომ, მის სუბსიდირებას აქტიურად ახდენს როგორც რეგიონული, ისე ცენტრალური ხელისუფლება.
ხაზი 70:
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.gr.ch/EN/grisons/Seiten/Welcome.aspx ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი]
*[http://www.graubunden.com ტურიზმი]
*[http://www.statistik.admin.ch/stat_ch/ber00/ekan_gr.htm ოფიციალური სტატსიტიკა]
ხაზი 78:
 
{{შვეიცარიის კანტონები}}
 
[[კატეგორია:შვეიცარიის კანტონები]]