პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: | სახელი → | სახელწოდება, | წარწერა → | ტიტრი using AWB
No edit summary
ხაზი 26:
'''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი''' (ფრანგ. Notre-Dame de Paris) – [[ვიქტორ ჰიუგო]]ს რომანი. მასში ასახულია XV საუკუნის [[პარიზი]]ს ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი.
 
რომანი ვითარდება სამიორი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ [[კლოდ ფროლო]]ს, ზართა მრეკველ მახინჯ [[კვაზიმოდო]]სა და ულამაზესი ბოშაბოზი ქალის [[ესმერალდა]]ს ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში]]. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა. მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი კვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს ჰიუგოყლიუგო უპირისპირებს მახინჯ, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდოს. მას მთელი არსებით შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა სახრჩობელაზე აჯყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ განაჩენი მაინც სისრულეში იქნა მოყვანილი, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგა.
 
ორი წლის შემდეგ, როდესაც შემთხვევით გახსნეს ესმერალდას აკლდამა, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანის ჩონჩხი ნახეს. ეს იყო კვაზიმოდო, რომელიც შევიდა ესმერალდას აკლდამაში და იქ დალია სული.