იაკობ შემოქმედელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
იაკობ დუმბაძე შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება [[1647]]-იდან. ქართლის მეფის [[გიორგი XI]]-ის დავალებით გალექსა [[ბაგრატ მუხრანბატონი]]ს ანტიმაჰმადიანური თხზულება - „უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - [[არჩილ II]]-ის ხოტბა, პასუხი [[იოსებ თბილელი]]ს შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული "[[აბდულმესიანი]]", რომელშიც ქების ობიექტი [[თამარ მეფე|თამარი]]სა და [[დავით სოსლანი]]ს ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, [[დავით გურამიშვილი]], [[ანტონ I]], [[იოანე ბატონიშვილი]] და სხვები. უკვე ღრმად მოხუცებულმა დატოვა გურიის კათედრა და წავიდა იერუსალიმში და იქვე აღესრულა.
 
* იგავი მიწერილი [[იოსებ თბილელი]]საგან იაკობ შემოქმედელისადმი განსამარტებლად:
{{ციტირება|სიბრძნემ თავისა-თჳსისა, სახლი იშენა გებული,
მას შვიდნი სუჱტნი შეუდგნა, შვიდნივე წმიდა გებული,
 
სიკუდილით მოკლა სიკუდილი, დაიხსნა ცოდჳლთ კრებული,
 
ამისი ახსნა თქუჱნგან მწადს, ვიცი კაცი ხარ მცნებული.}}
 
* პასუხი იგავის განმარტებაზე მიწერილი იაკობ შემოქმედელისაგან:
{{ციტირება|სიბრძნე ქრისტეა და სახლი, უბიწო მისი მშობელი,
 
მუნ შვიდნი საიდუმლონი, ჰყო მტერთა დასამხობელი,
 
სიკუდილი ჯუარ-ცმა ქრისტესი, ლახუართა დასასობელი,
 
თჳთ მცნობსა ცნობა გებრძანა, რას გკადრებ მე უცნობელი.}}
 
იაკობ შემოქმედელის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]].