ანჩისხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Anch-ezo.jpg|thumbnail|ანჩისხატის ეკლესია]]
[[ფაილი:Antschißchati Tryptichon.jpg|thumbnail|[[ანჩისხატი (ხატი)|ანჩის მაცხოვრის ხატი]], ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.]]
'''ანჩისხატი''' — VIდარბაზული საუკუნისტიპის სამნავიანი ქრისტიანული ტაძარი [[თბილისი|თბილისში]]. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული [[დაჩი (ქართლის მეფე)|დაჩი უჯარმელის]] მეფობაში.
 
[[გიორგი ჩუბინაშვილი|გიორგი ჩუბინაშვილმა]] ძეგლი გეგმისა და ზოგიერთი ელემენტის საფუძველზე დაათარიღა VI საუკუნის დასაწყისით და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი უნდა ყოფილიყო "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული VI საუკუნეში [[დაჩი (ქართლის მეფე)|დაჩი უჯარმელის]] მეფობის დროს<ref>ანჩისხატის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი, №. 7, გვ. 37, თბ., 1966 წელი</ref>.
 
[[პლატონ იოსელიანი]] კი თვლის რომ ძეგლი VII საუკუნის დასაწყისში აშენდა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე [[ბაბილა (კათოლიკოსი)|ბაბილა]] კათალიკოსის მიერ, რომელიც [[ადარნასე (ერისმთავარი)|ადარნასეს]] დროს მოღვაწეობდა.
{{ციტატა|Храм Анчисхатский, освещонный во имя Рождества Пресвятыя Богородицы. Построен грузинским Католикосом Вавилом в царствование Адарнаса. Он служил подворием для католикосов грузинских, которых местоприбывание было в Мхете<ref>П. Иоселиани, "Описание древнестей города Тифлиса", 1866. გვ. 24.</ref>.}}
 
==არქტიტექტურა==
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. [[აფსიდი]], ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია [[ლუნეტები]] დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან [[ბექა ოპიზარი|ბექა ოპიზარის]] (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი [[ანჩისხატი (ხატი)|მაცხოვრის ხატი]] გადმოასვენეს (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. [[1675]] [[დომენტი III]] კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. [[1683]] ეკლესია მოხატეს [[ნიკოლოზ]] [[კათოლიკოსი|კათოლიკოსის]] თაოსნობით. [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, [[1814]] ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. [[1958]]-[[1964]] სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.
 
Line 9 ⟶ 15:
* {{ძმ|7|37-42|ანჩისხატის რესტავრაცია}}
* П. Картвелов, "Древний Анчисхатский собор в г. Тифлисе", 1899
* П. Иоселиани, "Описание древнестей города Тифлиса", 1866. გვ. 24.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩისხატი“-დან