ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|scn}} using AWB
ხაზი 16:
== ხატმებრძოლეობის პირველი პერიოდი ==
 
ხატმებრძოლთა დევნა დაიწყო [[ისავრიელთა დინასტია|ისავრიელთა დინასტიის]] მმართველობის პერიოდში და ორ ეტაპად წარიმართა. პირველი პერიოდის ხატმებრძოლი იმპერატორები იყვნენ : [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ III ისავრიელი]] (714-741), [[კონსტანტინე V კოპრონიმი(ბიზანტია)|კონსტანტინე V]] ( 741-770), [[ლეონ IV (ბიზანტია)|ლეონ IV ხაზარი]] (770-775) და ირინე (775-802).
 
ლეონ III (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ [[თეოდოსი II (ბიზანტიის იმპერატორი)|თეოდოსი II]]-ს და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა [[კონსტანტინოპოლი]]ს [[არაბები]]საგან დაცვას. მართლაც, რომ არა ლევლეონ III, [[717]] წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ.
 
726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში [[კრეტა|კრეტის]] სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და ციკლადის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა, რაც იმპერატორმა ღვთის სასჯელად ჩათვალა და ის ხატწერას დაუკავშირა. ელადამ და ციკლადების კუნძულებმა უარი შუთვალეს იმპერატორს ბრძანების შესრულებაზე. იმპერატორმა ხატებთან დაკავშირებით საიდუმლო კრება მოიწვია. პატრიარქი [[გერმანე I]] აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას [[მსოფლიო საეკლესიო კრება|მსოფლიო კრების]] გარეშე შეუძლებლად თვლიდა. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ 726 წელს არაბებმა [[ნიკეა]] დაიპყრეს. მოსახლეობამ ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსახულება გამოიტანა და მასზე ლოცულობდა, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა ფეხით დალეწა ის და ქვებით ჩაქოლა. გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს ის ადამიანი არაბებმა ჩაქოლეს. ქალაქი არაბებისაგან გადარჩა. მოსახლეობა ხატებისადმი უფრო მეტი რწმენით განიმსჭვალა.