კამბრიული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 62 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q79064
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 1:
{{ითარგმნება}}
'''კამბრიული სისტემა (პერიოდი)''' (< [[ლათ.]] Cambria — უელსის ძველი სახელწოდება). პალეოზოური ჯგუფის პირველი სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის პირველი პერიოდი). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით კამბრიული სისტემა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 70 მლნ. წელიწადს. კამბრიული სისტემა დაადგინა ინგლისელმა გეოლოგმა [[ადიმ სეჯუიკი|ადიმ სეჯუიკმა]] (1835) უელსში. იყოფა ქვედა, შუა და ზედა სექციად. ამ სისტემას საყოველთაოდ მიღებული სართულებად დანაწილება არაარ აქვს.
 
ადრინდელ კამბრიულ ეპოქას ახასიათებს ვრცელი ტრანსგრესიები. თანამედროვე კონტინენტების დიდი ნაწილი ამ დროს თბილი ზღვით დაიფარა, რომლის ფსკერზე კარბონატული ქანები და მარილები ილექებოდა. შუაკამბრიულში დაიწყო რეგრესიები, რომლებიც ზედაკამბრიულშიც გაგრძელდა. გაჩნდა ხმელეთის ახალი უბნები, რაც [[კალედონიური დანაოჭება|კალედონიურ დანაოჭებასთან]] იყო დაკავშირებული. ამაზე მიუთითებს გეოსინკკლინურ აუზებში ძლიერი მაგმატიზმის ნიშნები და გვიანდელ კამბრიულ ეპოქაში წარმოქმნილი ლაგუნური წითელი ფერის ნალექები.
 
კამბრიული სისტემაში დიდი რაოდენობით გვხვდება [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები|ლურჯ-მწვანე]] და [[წითელი წყალმცენარეები]]. კამბრიული სისტემაში 3 პალეოზოოგეოგრაფიული ოლქი ჩაისახა — ატლანტიკური, წყნაროკეანური და აღმოსავლეთ აზიის. ამ დროს, პირველად დედამიწის გეოლოგიის ისტორიაში, გაჩნდნენ ჩოჩხიანი ორგანიზმები და პერიოდის დასასრულისათვის ცხოველთა სამყაროს თითქმის ყველა ტიპი არსებობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული ცხოველები იყვნენ [[არქეოციათები]] და [[ტრილობიტები]]. გვიანდელ კამბრიულ ეპოქაში ჩნდება [[ტაბულატები]] და [[გრაფტოლითები]]. კამბრიული სისტემის ქანები ფართოდაა გავრცელებული. მათთანაა დაკავშირებული ფოსოფრიტების, [[ნავთობი]]ს, ტყვიის, მარმარილოს და სხვა საბადოები.