გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 47 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q173253
clean up, replaced: ღებულობს → იღებს using AWB
ხაზი 2:
[[File:RobertFuddBewusstsein17Jh.png|thumb|RobertFuddBewusstsein17Jh]]
 
'''გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები''' — ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. ადამიანს, ისევე როგორც ცხოველებს, ეს ინფორმაცია იმისათვის სჭირდება, რათა იარსებოს, იმაძრაოს, სხვებთან ურთიერთობა დაამყაროს, საკვები მოიპოვოს და საფრთხეს აერიდოს. შეგრძნებების წყალობით, ადამიანი სიამოცნებასაც ღებულობსიღებს იმისაგან, რაც გარს ახვევია. ადამიანს ხუთი ძირითადი შეგრძნება აქვს: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოვნება. ამ შეგრძნებებს იგი საგანგებო ორგანოებით აღიქვამს, რომლებიც სხეულის ამა თუ იმ ნაწილშია განლაგებული. გრძნობათა ორგანოები ნერვების მეშვეობით აწვდის ტვინს ინფორმაციას. ტვინი ამ ინფორმაციას კრებს და გარესამყაროს სურათს ქმნის.
 
თვალის მეშვეობით ვხედავთ, სად მდებარეობს და როგორია ის საგანი. მისივე მეშვეობით აღვიქვამთ საგნის ფერსა და სიმკვეთრეს. სმენის დახმარებით ერთმანეთთან ურთიერთობას ვახერხებთ და საგნების ადგილმდებარეობას ვაფიქსირებთ. გარდა ამისა, შიგნითა ყური წონასწორობის შენარჩუნობაში გვეხმარება. შეხების მთავარი ორგანი [[კანია]]. შეხებით ვხვდებით, როგორი ზედაპირი აქვს ამა თუ იმ საგანს. ყნოსვის ძირითადი ორგანო ცხვირია, გემოვნებისა კი — [[ენა]]. გემოვნება და ყნოსვა საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საჭირო საკვები შევარჩიოთ.
 
გრძნობის რომელიმე ორგანოს დაზიანების შემთხვევაში, დანარჩენი ორგანოები უფრო ინტენსიურად იწყებს მუშაობას და მის როლს კისროლობს. მაგალითად, უსინათლო ადამიანს სმენა და შეხება უმძაფრდება, რაც ნაწილობრივ უნაზღაურებს დაკარგულ მხედველობას.
 
===საინტერესო ფაქტები===
ცხოველებს განვითარებული აქვთ სხვადასხვა შეგრძნებები, რომელთა დახმარებით ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას ახერხებენ. ღამურა ისეთი მახვილი სმენის პატრონია, რომ შეუძლია სრულ სიბნელეში იფრონოს და მწერებზე ინადიროს. ამისათვის იგი ულტრაბგერებს გამოსცემს და გარემოდან არეკლილ სიგნალებს იჭერს.
 
[[კატეგორია:შეგრძნებები]]
[[კატეგორია:აღქმა]]
 
 
[[pt:Sentido]]