ქსნის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ღებულობს → იღებს using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Ksani valley as seen from Ksani fortress (Photo A. Muhranoff, 2011).jpg|მინი|300პქ|ქსნის ხეობა - ხედი [[ქსნის ციხე]]დან.]]
'''ქსნის ხეობა''' — [[მდინარე]] [[ქსანი|ქსნის]] ხეობა. მდებარეობს [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] დასავლეთ ნაწილში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში: ზემო მხარე, ქსნის სათავიდან სოფელ [[ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ოძისამდე]]<ref>სოფელი ოძისი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში.</ref>, მიეკუთვნება [[ახალგორის მუნიციპალიტეტი|ახალგორის მუნიციპალიტეტს]]. აღნიშნული ტერიტორია [[2008]] წლიდან ოკუპირებულია [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] მიერ<ref name="ოკუპაცია">[http://www.smr.gov.ge/docs/doc215.pdf კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ].</ref>. ქვემო ნაწილი კი [[ქსოვრისი]]დან [[ციხისძირი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|ციხისძირამდე]] [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]].
 
ქსნის ხეობას ესაზღვრება: [[აღმოსავლეთი]]თ - [[არაგვი]]ს [[არაგვის ხეობა|ხეობა]], [[დასავლეთი]]თ [[ლეხურა|ლეხურის]] [[ლეხურის ხეობა|ხეობა]], [[ჩრდილოეთი]]თ - [[ალევის ქედი]], [[სამხრეთი]]თ კი - [[მდინარე]] [[მტკვარი]].
 
მდინარე ქსნის სათავე [[კავკასიონი|კავკასიონზეა]] და შედგება 3 ხეობისაგან: [[ჭურთა|ჭურთის]], [[ქარჩოხი|ქარჩოხისა]] და [[ცხრაძმისხევი]]საგან. ქარჩოხი და ცხრაზმის ხეობები ერთდებიან [[ლარგვისი]]ს ზემოთ, ლარგვისში კი მათ უერთდებათ [[ჭურთა]]. მდინარე ქსანი გაივლის [[მუხრანის ვაკე]]ს და სოფელ [[ქსანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|ქსანთან]] მარცხნიდან უერთდება [[მტკვარი|მტკვარს]].
 
ქსნის ხეობის სიგრძე დაახლოებით 80 კმ-ია.
 
==ისტორია==
{{მთავარი|ქსნის საერისთავო}}
ქსნის ხეობას, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებასთან დაკავშირებით, თხზულებებში მოიხსენიებს [[ლეონტი მროველი]]. [[VIII საუკუნე|VIII]]-[[X საუკუნე]]ებში გაძლიერდა ხეობის როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა. ის გადაიქცა [[საქართველო]]ს გაერთიანებისათვის ბრძოლის ასპარეზად.
 
ქსნის ხეობის სამხრეთი ნაწილი და განსაკუთრებით მუხრანის ვაკის მიდამოები ძველი დროიდანვე მტრის უამრავ თავდასხმას იგერიებდა, რადგანაც ჩრდილოეთ ნაწილისგან განსხვავებით მტრისათვის მისადგომად ადვილი იყო.
ხაზი 16:
[[XIII საუკუნე|XIII]]-[[XIV საუკუნე]]თა მიჯნაზე, [[1299]] წელს მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი [[დავით VIII|დავით მერვე]] ქსნის ხეობას შეეხიზნა. მან დასაჯა მოწინააღმდეგე [[შალვა ქსნის ერისთავი]]. ამ ტრაგედიას „[[ძეგლი ერისთავთა]]“ ასე აღგვიწერს: {{ციტატა|მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თვისი, თათარნი შირვანელნი და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს... მოადგა ცხრასავე ხევსა და შალვაის საერისთავოსა და ჩამოხასნა დვალნი და ხადაელ-ცახავატელნი და ყოველნი მთიულნი... შვიდ წელს გაგრძელთა ჰომი მათნი.<ref name="ვ. ღუნაშვილი">ვ. ღუნაშვილი, ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბ. 2005 წ. გვ.236</ref> }}
 
საქართველოს სამეფო ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქსნისა და არაგვის ხეობებს, რომელთაც ჩრდილოეთის გადმოსასვლელების დაცვა ევალებოდათ. ამიტომ საქართველოს მეფე [[გიორგი V ბრწყინვალე]] ღებულობსიღებს შესაბამის ზომებს და მთის მოსახლეობისათვის ქმნის სამართლის წიგნს - „[[ძეგლისდება]]ს“.
 
[[1320]] წელს გიორგი ბრწყინვალემ [[ეგვიპტე]]ში მიავლინა ქართველები შალვა ქსნის ერისთავის-პიპას მეთაურობით. ქსნელი ერისთავის და ქართველი დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს “ძეგლი ერისთავთა”: {{ციტატა|მივიდა პიპა ეგვიპტის სულთნის წინაშე, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალიმისანი.}} ქართველებმა შეძლეს [[ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტრის]] დაბრუნება [[იერუსალიმი|იერუსალიმში]].
ხაზი 22:
ისტორიას ქსნელთა და არაგველთა მხარდამხარ ბრძოლის უამრავი ამბავი შემორჩა, მაგრამ სამწუხაროდ მათ შორის ძმათამკვლელი შეტაკებებიც ყოფილა. 1327 წელს ლომისის მთაზე მომხდარა ბრძოლა ცხრარაზმელებისა და “მთიულთა არაგვსათა” შორის. ცხრარაზმელებს მეთაურობდა ერისთავი ვირშელი. ეს ბრძოლა ქსნელთა გამარჯვებით დამთავრებულა.<ref name="ვ. ღუნაშვილი" />
 
[[XV საუკუნე]] საქართველოსთვის [[თემურ-ლენგი]]ს შემოსევებით დაიწყო. [[1400]] წელს, ის [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ შემოიჭრა]] ქვეყანაში და ამჯერად მტრის სამოქმედო ასპარეზს [[ქართლი]] წარმოადგენდა. თავისი მასშტაბებით ეს შემოსევა ყველაზე უფრო ამაოხრებელი და მკაცრი იყო. ამ საშინელებას ვერც ქსნის ხეობა გადაურჩა. 1400 წელს თემურმა დაამარცხა [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი VII]] და უმოწყალოდ დაარბია ქსნის მოსახლეობა. ბარის მოსახლეობა მთაში გარბოდა. ხეობა სახიზარად გადაიქცა. მტერმა სახიზარების გატეხვა გადაწყვიტა.
 
ქსნელებმა მტერს პარტიზანული ბრძოლა გაუმართეს. ერთი ასეთი ბრძოლის ეპიზოდი აღწერილია “ძეგლი ერისთავთაში”. [[ვირშელ ქსნის ერისთავი]] [[ბეხუშეს ციხე]]სთან ებრძოდა მტერს. მტერი უფრო მრავალი იყო, მაგრამ ხეობის სივიწროვის გამო მათ ძალები ვერ გაშალეს და დამარცხდნენ. <ref>გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ., 1962; გვ 348</ref>
 
===სამუხრანბატონო===
{{მთავარი|მუხრანის ბრძოლა|სამუხრანბატონო}}
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] დასაწყისში, ქსნის ხეობაში მეორე პოლიტიკური ერთეული - [[სამუხრანბატონო]] ჩამოყალიბდა. პირველი მუხრანბატონი, ბაგრატი ებრძვის კახეთის მეფის [[გიორგი II (კახეთის მეფე)|ავ-გიორგის]] შემოსევებს. ვახუშტის თქმით ის "ჟამითი-ჟამად მოვიდეს და აოხრებდეს ქართლს". [[1513]] წელს [[ბაგრატ მუხრანბატონი |ბაგრატმა]] დაამარცხა [[გიორგი II (კახეთის მეფე)|ავ-გიორგი]] და ციხეში გამოკეტა, სადაც მალევე გარდაიცვალა.
 
ქსნის ხეობაში არსებული ორი პოლიტიკური ერთეული აქტიურად ერევა ქართლის მეფეთა ცხოვრებაში და ხშირად მათზე ზემოქმედებასაც ახდენს. მაგალითად: [[სვიმონ I|სვიმონ მეფის]] დროს ([[1556]]-[[1600]] წწ.), ქართველ თავადთა ნაწილი მეფეს განუდგა: {{ციტატა|ქართლის თავადები ვახტანგ-მუხრანბატონი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და ბარძიმ ამილახორი ლალა-ფაშასთან გამოცხადდნენ და მორჩილება აღუთქვეს".<ref>[[ქრისტინე შარაშიძე|შარაშიძე ქრ.]], სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.) თბ., 1961 წ. გვ., 49</ref>}}
ხაზი 38:
[[1658]] წელს [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ მეფის]] გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის [[ვახტანგ V|ვახტანგ მეხუთე მუხრანბატონი]], შაჰნავაზად წოდებული. ქსნელი ბაგრატიონები ქართლში [[1724]] წლამდე მეფობენ.
[[ფაილი:Ketevan Queen the Martyr.jpg|მინი|250პქ|ქეთევან დედოფალი]]
ქსნის ხეობაში [[აშოთან მუხრანბატონი]]ს კარზე აღიზარდა [[ქეთევან დედოფალი]], რომელიც [[1624]] წლის 12 სექტემბერს, [[შირაზი|შირაზში]] [[შაჰ აბას I|შაჰ-აბასმა]] სასტიკი წამებით მოკლა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა შეძრა მთელი ქრისტიანული სამყარო.
 
ქართველი ხალხის ბრძოლას ყიზილბაშთა წინააღმდეგ უერთდება ქსნის ხეობაც. [[1625]] წელს [[მარაბდის ბრძოლა]]ში დამარცხების შემდეგ, [[გიორგი სააკაძე]] იწყებს პარტიზანულ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. დიდი მოურავის სარდლობით ქსნის ხეობაში, [[ქარჩოხის ციხე]]სთან ქართველებმა შეძლეს ყიზილბაშთა 12 ათასიანი ლაშქრის დამარცხება.
 
[[1659]] წელს ქსნის ხეობა კვლავ აქტიურადაა ჩართული ირანელთა წინააგმდეგ ბრძოლაში. [[კახეთის აჯანყება (1659)|ბახტრიონის აჯანყების]] მეთაურები [[ბიძინა ჩოლოყაშვილი|ბიძინა ჩოლოყაშვილთან]] ერთად არიან [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)|ელიზბარ ერისთავები]], რომლებიც შაჰმა სიკვდილით დასაჯა, რადგან მაჰმადიანობა არ მიიღეს. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
 
[[XVIII საუკუნე]]ში [[საქართველო]]ს აღმოსავლეთ ნაწილს ახალი განსაცდელი მოევლინა „[[ლეკიანობა|ლეკიანობის]]“ სახით. ამ მხრივ დაზარალდა განსაკუთრებით ქსნის ხეობის სამხრეთი ნაწილი, უფრო მეტად კი მუხრანი. დიდია მუხრანბატონთა დამსახურება ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ხაზი 54:
===საბჭოთა პერიოდი===
 
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ [[ახალგორი]], უკვე ლენინგორის სახელწოდებით [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]]ს შემადგენლობაში „აშენებდა სოციალიზმსა და კომუნიზმს“.
 
სსრ კავშირის ნგრევისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში, როცა საქართველომ მტკიცედ აიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის კურსი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს დაუპირისპირეს ავტონომიურ წარმონაქმნებში ეროვნულ უმცირესობათა ანტიქართული გამოსვლები.
 
1990 წლის 4 სექტემბერს ლენინგორის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის რაიონული საბჭოს მეთვრამეტე რიგგარეშე სესიამ გადაწყვიტა ლენინგორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს სესია არ ცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილებას რაიონის ტერიტორიაზე და მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონებს არ ცნონ სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილება თავიანთი რაიონის ტერიტორიაზე. ეს ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გამოსავალს ნიშნავდა.
 
დღეს ქსნის ხეობა ქართული კანონმდებლობით [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] შემადგენლობაშია, თუმცა ოკუპირებულია [[რუსეთი]]ს მიერ<ref name="ოკუპაცია" />.
ხაზი 73:
 
==ლიტერატურა==
* მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ხეობები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსნის_ხეობა“-დან