ჟანა დ’არკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|af}}, {{Link FA|ar}}, {{Link FA|ca}}, {{Link FA|en}}, {{Link FA|eo}}, {{Link FA|id}}, {{Link FA|zh}} using AWB
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ფანატიკურად მორწმუნე ჟანა დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. [[1428]] წლის 12 ოქტომბერს [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, [[ორლეანი|ორლეანს]], რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. [[1429]] წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა დ’არკი გაემგზავრა დოფინთან [[შინონის ციხე]]ში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟანა დ’არკმა თავისი [[ჯარი]]თ შეაღწია გარემოცულ ორლეანში. [[1429]] წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები [[ჟარჟო]], [[ბოჟანსი]] და სხვა.
 
[[1429]] წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟანა დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები [[ოსერი]], [[ტრუა]], [[შალონი]], [[რეიმსი]], სადაც [[1429]] წლის 17 ივლისს [[შარლ VII]] მეფედ აკურთხეს.
 
ჟანა დ’არკის უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი ფაქტობრივად ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. [[1430]] წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII]]-მ არაფერი იღონა ჟანა დ’არკის დასახსნელად, ქ. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე ([[1431]] [[იანვარი]]-[[მაისი]]) ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.
 
[[1456]] წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურმა ეკლესიამ]] [[1920]] — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა [[8 მაისი]], ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.
ხაზი 22:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1431]]
 
{{Link FA|af}}
{{Link FA|ar}}
{{Link FA|ca}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|eo}}
{{Link FA|id}}
{{Link FA|zh}}
{{Link GA|ja}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟანა_დ’არკი“-დან