პონტოს სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის es:Reino del Ponto; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|es}} using AWB
ხაზი 5:
 
== ისტორია ==
[[არიობარზანე პონტოელი|არიობარზანესა]] და [[მითრიდატე II (პონტო)|მითრიდატე II-ის]] მმართველობის დროს (ძვ. წ. III ს.) პონტოს სამეფოს მძიმე ბრძოლა ჰქონდა გალატიასთან. პონტოს სამეფოს გაძლიერება იწყება [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში [[ფარნაკე I]]-ის მმართველობის ([[ძვ. წ. 185]]-[[ძვ. წ. 169|169]] წწ.) დროს, რომელმაც [[ძვ. წ. 183]] წელს ხელში ჩაიგდო სინოპი<ref>თავის რეზიდენციად გამოაცხადა, მოგვიანებით იგი სატახტო ქალაქად იქცა.</ref> და ომი დაიწყო რომის მფარველობაში მყოფი პერგამონის სამეფოს წინააღმდეგ ([[ფარნაკეს ომი]]). მან წარმატებით დალაშქრა ბითინია, გალატია, პაფლაგონია და კაპადოკია. განმტკიცდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა ათენსა და კ. დელოსთან.
 
ქვეყნის ძლიერებისთვის ბევრს ზრუნავდა [[მითრიდატე V ევერგეტე]] (ძვ. წ. 150-120 წწ.), რომელსაც რომთან „მოკავშირეობა და მეგობრობა“ ჰქონდა. შექმნა დაქირავებულთა ჯარი ბერძნების ყაიდაზე, ბერძენი მეთაურებით და საზღვაო ფლოტის მშენებლობას შეუდგა. გააფართოვა ურთიერთობები [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], რომთან და შავი ზღვის კულტურულ ცენტრებთან.
 
პონტოს სამეფოს აყვავებისა და ძლიერების ეპოქა [[მითრიდატე VI ევპატორი]]ს (ძვ. წ. 120-63 წწ.) მეფობის ხანაა. მან მოახდინა საომარი ძალების რეორგანზაცია და დაიწყო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება. დაიპყრო [[ბოსფორის სახელმწიფო]], [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] აუზი, [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანი]] და მდინარე [[ყუბანი]]ს ქვემო წელი.
 
მითრიდატე VI ევპატორმა შემოიერთა [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთი]], საიდანაც გაჰქონდა ძელქვა, სელი, კანაფი, ცვილი და ლაშქრად გაჰყავდა კოლხი მხედრები და ზღვაოსნები. დაიმორჩილა [[მცირე არმენია]] და კავშირი შეკრა [[თრაკია]]სთან, [[იბერია]]სთან, [[დიდი არმენია|დიდ არმენიასა]] და [[პართია]]სთან. დაიწყო I, ე. წ. მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89-85/84 წწ.) რომთან. ზედიზედ დაიპყრო გალატია, პაფლაგონია, კაპადოკია, შეიჭრა ბითინიაში. მისი ბრძანებით [[აზია]]ში გაჟლიტეს 80 ათასი რომაელი და იტალიელი. ჯარები გადასხა საბერძნეთში. მას მიემხრო ათენი. დაპყრობილ ოლქებში მონებს ათავისუფლებდა. მითრიდატე VI ევპატორის სოციალურმა პოლიტიკამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დიდკაცობის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელების გამარჯვებას [[ლუციუს კორნელიუს სულა]]ს მთავარსარდლობით. დარდანოსში დადებული ზავის თანახმად, მითრიდატე VI იძულებული გახდა დაპყრობილ ტერიტორიებზე უარი ეთქვა. რომს გადასცა ფლოტი და სამხედრო კონტრიბუცია გადაიხადა. [[ძვ. წ. 83]] წელს რომაელებმა ომი განაახლეს (II მითრიდატული ომი, ძვ. წ. 83-81 წწ.), შეიჭრნენ პონტოს სამეფოში, 400 სოფელი გაძარცვეს და ააოხრეს. მითრიდატე VI ევპატორმა რომაელები დაამარცხა მდ. [[ჰალისი|ჰალისთან]], მაგრამ მის შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალა კოლხეთის აჯანყებამ. სულას ინიციატივით კვლავ დაიდო ზავი პონტოს სამეფოსა და რომს შორის.
 
[[ძვ. წ. 74]] წელს დაიწყო III მითრიდატული ომი. [[ძვ. წ. 66]] წელს [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|გნეუს პომპეუსმა]] მითრიდატე VI ევპატორი საბოლოოდ დაამარცხა და პონტოს სამეფო დაიპყრო. მისი დასავლეთი ნაწილი რომის პროვინცია ბითინიას შეუერთეს ([[ძვ. წ. 64]] წელს შეიქმნა რომის პროვინცია ბითინია და პონტო), აღმოსავლეთი ნაწილი რომის მოკავშირეებს გადასცეს, მოგვიანებით ეს ტერიტორიაც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. [[ძვ. წ. 47]] წელს პონტოს სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენას შეეცადა მითრიდატე VI ევპატორის ძე ფარნაკე, მაგრამ იგი [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარმა]] გაანადგურა და პონტოს სამეფოს არსებობა სამუდამოდ შეწყდა
ხაზი 36:
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|es}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტოს_სამეფო“-დან