აცტეკების იმპერიის დაპყრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fixing dead links
clean up, removed: {{Link FA|it}} using AWB
ხაზი 4:
== დაპყრობების საწყისი პერიოდი ==
=== იუკატანის აღმოჩენა ===
კუბის გუბერნატორმა, [[დიეგო ველასკეს დე კუელარი|დიეგო ველასკეს დე კუელარმა]], რომელიც ახალ სამყაროში (ამერიკაში) [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბთან]] ერთად [[1493]] წელს ჩამოვიდა, [[1519]] წელს შეკრიბა ფლოტი [[მექსიკა|მექსიკის]] დასაპყრობად და ექსპედიციას სათავეში ჩაუყენა [[ერნან კორტესი]] ([[1485]] - [[2 დეკემბერი]], [[1547]]), ადამიანი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა ჯარისკაცებს შორის.
 
=== კოსუმელის დაპყრობა ===
[[ფაილი:Cortez & La Malinche.jpg|thumb|კორტესი და მალინჩი (მალინალი) მუნტესუმასთან ტენოჩტიტლანში, [[1519]] წლის [[8 ნოემბერი]].]]
[[1519]] წლის [[10 თებერვალი|10 თებერვალს]] [[ანტონიო ალამინოსი]] „ოქროს ქვეყნისკენ“ გაუძღვა კორტესის ცხრა ხომალდს 600 ჯარისკაცთან ერთად. კუნძულ [[კოსუმელი|კოსუმელზე]], სადაც იყო მაიას ხალხის ტაძარი, კორტესის ბრძანებით ყველა წარმართული კერპი განადგურდა, ტაძარი კი ქრისტიანულად გადაკეთდა. [[მაიას ცივილიზაცია|მაიამ]] პრაქტიკულად ეგრევე მიიღო [[ქრისტიანობა]] (ჯვარს იუკატანის ინდიელები პატივს სცემდნენ, ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე). ინდიელებთან პირველი შეტაკება გაიმართა [[ტაბასკო]]ში, სამხრეთ სანაპიროზე. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, კორტესმა სამი დანაყოფი გაგზავნა ქვეყნის შიგნით. როდესაც მსხვილ საბრძოლო ძალებს შეხვდნენ, დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. ინდიელები დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და იარაღებისა და ცხენებისაც კი არ ეშინოდათ. მაშინ კორტესმა კავალერიით უკნიდან შეუტია.
 
ტაბასკოდან ფლოტილია კ. [[სან-ხუან-დე-ულუა]]მდე გავიდა. 21 აპრილს ესპანელები სანაპიროზე ჩამოვიდნენ და დააარსეს ქალაქი [[ვერაკრუსი (ქალაქი)|ვერაკრუსი]], რათა ზურგი დაეცვათ. ესპანელებს მექსიკელებისადმი დიდი უპირატესობა ჰქონდათ: ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის აბჯარი, საბრძოლო ცხენები. აცტეკების მმართველობა რაიონში სუსტი იყო, მათ მიერ დაპყრობილი ხალხები ეძებდნენ დამპყრობლებისგან გათავისუფლების გზას. კორტესმა ისინი თავის მხარეს გადაიბირა შეპირებებით, მოსყიდვითა და მუქარით. ამგვარად, კორტესის გზამკვლევი ერთ-ერთი დამორჩილებული ტომის ბელადის ქალიშვილი, მალინჩი, იყო.
 
== ტენოჩტიტლანი ==
ხაზი 19:
ამავდროულად [[დიეგო ველასკეს დე კუელიარი|ველასკესმა]] ვერაკრუსში გაგზავნა [[პანფილო დე ნარვაესი|ნარვაესი]] 18 ხომალდთან ერთად, რათა დაეჭირათ, „ცოცხლები ან მკვდრები“, კორტესი და მისი ჯარისკაცები. თუმცა ბრძოლაში თვალდაკარგული ნარვაესი ტყვედ აიყვანეს. კორტესის მიერ მოსყიდული ნარვაესის ოფიცრები და ჯარისკაცები დანებდნენ. სანამ კორტესი ტენოჩტიტლანიდან შორს იყო, ქალაქში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.
 
[[ტენოჩტიტლანი|ტენოჩტიტლანში]] მორიგი ადამიანების მსხვერპლთშეწირვებით სავსე რელიგიური დღესასწაულის ჩატარებისთვის ემზადებოდნენ. [[პედრო დე ალვარადო]], რომელიც [[ერნან კორტესი|კორტესის]] ნაცვლად დარჩა ესპანური რაზმის სათავეში, რომელიც ას ადამიანს ითვლიდა, შეეცადა ხელი შეეშალა ადამიანებთა მსხვერპლთშეწირვისთვის. მაგრამ ქალაქში თავმოყრილი იყო ასი ათასამდე მეომარი, ამიტომაც [[პედრო დე ალვარადო|ალვარადოს]] მოუწია არათანაბარი ბრძოლის დაწყება. მან ტაძარში ერთი კვირა გაძლო და კორტესის დაბრუნებას დაელოდა.
 
[[ერნან კორტესი|კორტესი]] დაბრუნდა არა მხოლოდ თავის, არამედ პანფილო დე ნარვაესის მებრძოლებთან ერთადაც. მას ჰყავდა, დაახლოებით, 1300 ქვეითი და 97 მხედარი, ასევე 80 მეარბალეტე. ქალაქის ცენტრში ყოფნით ესპანელები პრაქტიკულად ასი ათასიანი ჯარის ალყაში იყვნენ. კორტესმა გადაწყვიტა ქალაქის ღამით დატოვება. ხიდები დამბებზე დაშლილი იყო აცტეკების მიერ, მაგრამ ესპანელებმა ისინი აღადგინეს ადგილობრივი მასალის მეშვეობით და ღამით ესპანელებმა დატოვეს [[ტენოჩტიტლანი]]. ავანგარდს მეთაურობდა [[გონსალო დე სანდოვალი]], ცენტრს — [[ერნან კორტესი]], ხოლო არიერგარდს — [[პედრო დე ალვარადო]].
 
მაგრამ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ესპანელები უკან იხევდნენ და განგაში ატეხა. გემებზე მებრძოლების უზარმაზარმა მასამ შეუტია ესპანელებს. 1500 მებრძოლიდან 800 დაიღუპა. ამ ღამეს იმ დღიდან ესპანელებმა [[მწუხარების ღამე]] უწოდეს.
 
[[ერნან კორტესი|კორტესის]] რაზმმა ადამიანებთან ერთად ბევრი ცხენიც დაკარგა (დარჩა 26 დაჭრილი ცხენი). რაზმს აღარ ჰქონდა აღარც იარაღი და აღარც დენთი. თითქმის ყველა ჯარისკაცი დაჭრილი იყო. მოკავშირე ინდიელები ამის შემხედვარე დაიმალნენ თავიანთ დასახლებებში და ელოდნენ მოვლენების განვითარებას.
ხაზი 40:
{{main|ტენოჩტიტლანის დაცემა}}
[[File:LastDaysofTenochtitlanB.jpg|thumb|300px|left|"[[ტენოჩტიტლანი]]ს უკანასკნელი დღეები, "მექსიკის დაპყრობა" კორტესის მიერ", XIX საუკუნის ნახატი, უილიამ დე ლეფტვიჩ დოდჯი.]]
ქალაქი მთლიანი ალყის შემდეგ, სამ დამბაზე გავლით უნდა დაეპყროთ.
 
ხიდები დამბებზე დაშლილი იყო, ისინი დამატებით კიდევ რამდენიმე ადგილას გაანადგურეს. მოიერიშეებს ისრებისა და შუბების სეტყვის ქვეშ უწევდათ დამბების აღდგენა და მოკავშირე ინდიელებთან ერთად ქალაქში შეჭრა.
 
შეტევა დაიწყო [[1521]] წლის [[13 მაისი|13 მაისს]].
 
სამ საიერიშო მწკრივს მეთაურობდნენ — [[პედრო დე ალვარადო]], [[გონსალო დე სანდოვალი]] და [[კრისტობალ დე ოლიდა]]. [[ერნან კორტესი]] ახორციელებდა საერთო ხელმძღვანელობას.
 
აცტეკები მარჯვედ ეწინააღმდეგებოდნენ ფლოტს. ისინი ღამ-ღამობით ნავებზე, დამბების გასწვრივ, პატრულირებდნენ და ამაგრებდნენ ხიმინჯებს (რომლებიც წყლით იყო დაფარული). მალევე ერთ-ერთი 13 ბრიგანტინიდან ხიმინჯს შეეჩეხა. ბრიგანტინი ესპანელებმა დაშალეს, იარაღები კი სხვა ხომალდებზე გადაიტანეს. ამ დღიდან სამ დამბაზე 4-4 ბრიგანტინი იყო გამაგრებული, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გარკვეული მანძილი დაეცვათ ერთმანეთს შორის. ბრძოლები დამბებზე 3 თვე გრძელდებოდა, დღისით და ღამით. ამ ბრძოლების კულმინაცია ესპანელებისთვის ტრაგიკული ეპიზოდი იყო. აცტეკებმა მახეში შეიტყუეს ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც ბრიგანტინიდან ხმელეთზე ჩამოვიდა და რომელსაც იმ დროს [[ერნან კორტესი]] მეთაურობდა. ბრძოლაში დაიღუპა 10-15 რაინდი, ხოლო 50-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა. შემდეგი ათი დღის განმავლობაში დოლების ხმამაღალი ბრახუნის ქვეშ მთავარ პირამიდაზე მიმდინარეობდა ამ ტყვეების ომის ღმერთისადმი, [[უიცილოპოჩტლი]]სადმი, მსხვერპლთშეწირვა. ტყვეების გულებს კერპებს აჭმევდნენ, მათ თავებს კი ესპანელებს უგდებდნენ. ცრუმორწმუნეობის შიშით მოკავშრე ინდიელებმა დატოვეს ესპანელები. მაგრამ რაინდები მრავალათასიანი აცტეკების შეტევების მოგერიებით აგრძელებდნენ დამბების გამაგრებას.
 
ათი დღის შემდეგ მოკავშირე ინდიელები დაბრუნდნენ. ბრძოლა ქალაქში გრძელდებოდა სამი დღე. პირამიდა, რომელზეც ხდებოდა მსხვეპრლთშეწირვები, [[პედრო დე ალვარადო]]მ აიღო.
 
[[1521]] წლის [[13 აგვისტო]]ს [[გონსალო დე სანდოვალი|გონსალო დე სანდოვალმა]] და მისმა სკვაირმა, გარსია ოლგუინმა, [[ტენოჩტიტლანი]]ს უკანასკნელი [[ტლატოანი]], [[კუაუტემოკი]], ტყვედ აიყვანეს. ტენოჩტიტლანი დაეცა. აცტეკების იმპერიამ შეწყვიტა არსებობა.
ხაზი 82:
 
{{Link GA|de}}
{{Link FA|it}}
{{Link GA|lt}}