არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 93.186.209.45-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვერ... |
მ clean up, removed: {{Link FA|eo}} using AWB |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Dolina-Pano-3.jpg|მინი|არქეოლოგიური გათხრები [[ატაპუერკის მთები|ატაპუერკის მთებში]], [[ესპანეთი]]]]
'''არქეოლოგია'''<ref>{{Citation|url=http://www.saa.org/ForthePublic/Resources/OtherUsefulResources/Whyaretheretwodifferentspellingsarchaeology/tabid/1078/Default.aspx |title=Society for American Archaeology |date= |accessdate=2011-01-15}}</ref> – (არქეო – /{{lang-gr|ἀρχαῖος}} - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., [[არქეოგრაფია]], არქეოლოგია, [[არქეოპტერიქსი]]) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს [[ნივთიერი კულტურა|ნივთიერი კულტურის]] ძეგლების, [[არტეფაქტები]]ს [[არქიტექტურა|არქიტექტურული ძეგლების]] და [[ბიოფაქტები]]ს მიხედვით.
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა [[ადამიანი|ადამიანთა]] [[საზოგადოება|საზოგადოების]] განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს [[დამწერლობა
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.
==არქეოლოგიის ისტორია==
არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოს და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ [[ძვ. წ. VI საუკუნე]]ში [[ბაბილონეთი
[[რენესანსი]]სა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით კი XVIII საუკუნეში, გაცხოველდა ინტერესი არქეოლოგიური სიძველეებისადმი. გაჩნდნენ ანტიკვარი–კოლექციონერები, რომლებიც აგროვებდნენ არქეოლოგიურ ძეგლებს. დაიწყეს ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეცნიერული თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა [[პომპეი]]ს გათხრებს, რომელიც დაიწყო [[1748]] წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. XVIII საუკუნეში შეიქმნა პირველი არქეოლოგიური საზოგადოებები, დაარსდა სამეცნიერო არქეოლოგიური ჟურნალები. მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თანდათანობით დაგროვდა დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიური კოლექციები.
არქეოლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას [[ეგვიპტე]]ში, [[საბერძნეთი
არქეოლოგიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ო. [[მონტელიუსი]]ს მიერ დამუშავებულ ე. წ. ფორმალურ–ტიპოლოგიურ მეთოდს – ნივთების კლასიფიკაციის მეთოდს, რომელიც მათი შეფარდებითი [[ქრონოლოგია
XX ს–ის I ნახევარში არქეოლოგია განვითარდა ცალკეული არქეოლოგიური ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. არქეოლოგიის მონაცემები წარმატებით გამოიყენება ისტორიული დასკვნებისათვის. შეიქმნა კაპიტალური განმაზოგადებელი ნაშრომები (ჟ. დეშელეტის, ლ. ნიდერლეს, გ. ჩაილდის, გ. კლარკის და სხვ.). თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია – კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს. ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვა. ქიმიკოსები, მეტალურგები, კერამიკოსები და სხვა სპეციალისტები სისტემატურად მუშაობენ არქეოლოგებთან ერთად არქეოლოგიური მონაპოვრის კონსერვაციის, რესტავრაციისა და
ტექნოლოგიის შესწავლის დარგში – როგორც საველე პირობებში, ისე მუზეუმებში. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ასტრონომიულ დენდროქრონოლოგიურ მეთოდებს, განსაკუთრებით კი ე. წ. რადიოკარბონულ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათარიღდეს ორგანული ნაშთები ([[ნახშირი]], [[ძვალი]]). მასობრივი არქეოლოგიური მასალის შესწავლისას ხშირად გამოიყენება სტატისტიკურ – კომბინატორული მეთოდები. დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიურ [[კარტოგრაფია]]ს.
==არქეოლოგია საქართველოში==
[[ფაილი:Samtavros samarovani 1.jpg|მინი|სამთავროს სამაროვანი]]
არქეოლოგია [[საქართველო]]ში XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის ცდები დაკავშირებულია [[1852]] წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
საქართველოს არქეოლოგიურ განვითარებაში ახალი ეტაპი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა, რომელმაც შეისწავლა [[სამთავროს სამაროვანი]], [[არმაზისხევი]]ს, [[ბაგინეთი]]სა და საკუთრივ მცხეთის ძეგლები. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთან. აღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობა [[კოლხეთის დაბლობი
თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი [[ხელოსნობა
==არქეოლოგიური გათხრები==
[[ფაილი:Iowa archaeology edgewater.JPG|მინი|3800 წლოვანი სამარხის გათხრა ედჟუოტერის-პარკში]]
მიწის გათხრითი სამუშაოები არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფეროვანია. თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ; თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი ([[ბარი]], [[წერაქვი]], [[დანა]], [[ლანცეტი]], [[ფუნჯი]]). მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა, აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზეც აისახება კულტურული ფენების თანმიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს [[შედარებითი ქრონოლოგია]]. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება [[პალეობოტანიკა
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალისტ არქეოლოგებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვის მიღების შემდეგ.
==არქეოლოგიური განძი==
[[ფაილი:Adad-Nirari stela.jpg|მინი|[[ადად-ნირარი I|ადად-ნირარის]] [[სტელა]], [[ერაყი]]ს ეროვნული მუზეუმი]]
არქეოლოგიური განძი ეწოდება რაიმე მიზეზით დამალულ, უპირატესად მიწაში დაფლულ ნივთებს, რომლებიც თავისი დროისათვის მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენდნენ, ჩვენთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული წყაროს მნიშვნელობა აქვთ. განძს უმეტესად მოსალოდნელი საშიშროების წინ მალავდნენ. ზოგჯერ ხერხდება ზოგიერთი არქეოლოგიური განძის დაკავშირება წერილობითი წყაროებით ცნობილ ისტორიულ მოვლენებთან. მაგ., [[დმანისის განძი]]ს დაფლვა უკავშირდება [[მონღოლები
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური განძებიდან ჯერჯერობით უძველესია [[შუა ბრინჯაოს ხანა
არქეოლოგიური გათხრების თავისებური და ფართოდ გავრცელებული სახეობაა [[მონეტა]]თა განძები. განძებს, რომლებიც მონეტებთან ერთად ლითონის სხვა ნივთებსაც შეიცავს, ჩვეულებრივ შერეულ განძს უწოდებენ. ლითონის ფულის ყოველი განძი ძვირფასი ისტორიული წყაროა ამა თუ იმ ქვეყნის სამონეტო მიმოქცევისა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობათა შესასწავლად. საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის ფულის განძები ხშირად ჩნდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში დაიწყო სამონეტო მიმოქცევა და მოიჭრა პირველი მონეტა – [[კოლხური თეთრი]]. სპეციალურ ლიტერატურაში არქეოლოგიური განძის სახელით ზოგჯერ სრულიად სხვა სახის ძეგლები მოიხსენიება, მაგ., ე. წ. [[ახალგორის განძი]] სინამდვილეში მდიდრული სამარხის ინვენტარია და არა არქეოლოგიური განძი. თითოეული არქეოლოგიური განძი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების არქეოლოგიური ძეგლია. ამიტომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური განძი სახელმწიფო მუზეუმს ჩააბაროს, რისთვისაც იგი მიიღებს საგანგებო გასამრჯელოს ფულად ჯილდოს.
==არქეოლოგიური დათარიღება==
არქეოლოგიური დათარიღება არის ისტორიულ მოვლენათა დათარიღება, მოვლენათა ქრონოლოგიის დადგენა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. არსებობს არქეოლოგიური დათარიღების ორი სისტემა: [[აბსოლუტური ქრონოლოგია
საკუთრივ არქეოლოგიური დათარიღების მეთოდების გარდა, არქეოლოგიაში ფართოდ იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ემყარება [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
==არქეოლოგიური კულტურა==
არქეოლოგიური კულტურა არის ტერმინი, რომლითაც არქეოლოგიაში აღინიშნება გარკვეული ხანისა და განსაზღვრულ ტერიტორიაზე გავრცელებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე არქეოლოგიურ ძეგლთა ერთობლიობა. არქეოლოგიური კულტურის გამოყოფის დროს ითვალისწინებენ დამახასიათებელ ნიშანთა მთელ კომპლექსს – მეურნეობის ხასიათსა და განვითარების დონეს, დასახლების ტიპს, დაკრძალვის წესს, სამკაულის, იარაღისა და კერამიკის ფორმებსა და ორნამენტაციას. არქეოლოგიური კომპლექსის ცალკეულ ელემენტთა მსგავსება ან განსხვავება სხვა კულტურის შესაბამის ელემენტებთან საკმაო საფუძველი არ არის არქეოლოგიური კულტურის გამოსაყოფად. სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, არქეოლოგიური კულტურა გარკვეული ეთნიკური ერთობის კუთვნილება უნდა იყოს. ზოგჯერ ხერხდება არქეოლოგიური კულტურის დაკავშირება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან, უმეტეს შემთხვევაში კი ამგვარი დაკავშირება მეტ–ნაკლებად დასაბუთებული ვარაუდის ფარგლებს არ სცილდება. არქეოლოგიურ კულტურას, როცა მისი მატარებელი ეთნოგრაფიული ერთეული უცნობია, სახელწოდება ეძლევა გავრცელების ძირითადი ტერიტორიის (მაგ., [[მტკვარ–არაქსის კულტურა]]) ან იმ ძეგლის მიხედვით, სადაც პირველად განისაზღვრა იგი (მაგ., [[ტრიპოლიეს კულტურა]]), ანდა არქეოლოგიური კულტურის ამა თუ იმ დამახასიათებელი (განმსაზღვრელი) ელემენტის მიხედვით.
==არქეოლოგიური ძეგლები==
[[ფაილი:Beit shean1.jpg|მინი|[[ბეთ-შეანი]], [[ისრაელი]]]]
არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება ადამიანის მიერ შექმნილ ნივთიერი კულტურის ძეგლებს, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვია, მაგალითად, [[ნასახლარი
==ცნობილი არქეოლოგიური კულტურები==
ხაზი 73:
==ლიტერატურა==
* [[იულონ გაგოშიძე
{{Refbegin}}
* {{Citation
ხაზი 543:
* [http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dmanisi დმანისი]
* [http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ILLnzbJNAJM დმანისი]
[[კატეგორია:საზოგადოებრივი მეცნიერებები]]
[[კატეგორია:ისტორიის დამხმარე დისციპლინები]]
[[კატეგორია:არქეოლოგია]]
|