ანარქიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|ar}}, {{Link FA|eo}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|id}} using AWB
ხაზი 3:
'''ანარქიზმი''' ( {{lang-el|αναρχία}} - უხელისუფლეობა) — [[მსოფლმხედველობა]], რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ [[სახელმწიფო]]ს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა [[იერარქია|იერარქიული]] მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.
[[ფაილი:WilliamGodwin.jpg|მარცხნივ|მინი|[[უილიამ გოდვინი]]]]
ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა [[უილიამ გოდვინი]]ს (1756-1836) ნაწერებში. ის [[პრესვიტერიანელობა|პრესვიტერიანული]] ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა [[ეკლესია]] და [[მწერალი]] გახდა, დაწერა "კალებ უილიამსი", სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები - უორდსუორთი, მისი სიძე - შელი. ისინი აკრიტიკებდნენ [[ავტორიტარიზმი|ავტორიტარიზმს]], ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა [[უტოპია|უტოპიზმს]], [[ეკონომიკა|ეკონომიკური]] თავისუფლების იდეას, რაც პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.
 
ანარქიიის წარმოშობა ბაკუნინის,პრუდონის და შმიდტის სახელებთნ არის დაკავშირებული.
ხაზი 13:
ქართველ ანარქისტებს, [[მიხაკო წერეთელი|მიხაკო წერეთელს]] და [[ვარლამ ჩერქეზიშვილი|ვარლამ ჩერქეზიშვილს]] უდიდესი როლი მიუძღვით მსოფლიოში ანარქისტული იდეების განვითრებაში, თუმცა ევროპელი და რუსი ანარქისტებისგან განსხვავებით, [[ქართველები]] აქტიურად იბრძოდნენ ეროვნული პრინციპებისათვის.
 
სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ იდეოლოგიას მიემხრნენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ედგნენ სათავეში, ეროვნული თვითგადარჩენისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ. ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო მიხაკო წერეთელი. მასთან ერთად, ანარქისტულ პარტიაში შედიოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ანარქისტულმა ორგანიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო 1895 წლიდან, გაძლიერდა I რევოლუციის წლებში და [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს შესუსტდა, რადგან მისი ქართველი მონაწილეები ამდროს საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ, 1917 წლიდან კი ანარქიზმი აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას [[სახელმწიფო]]ს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი ებრძოდნენ პროლეტარიატის [[დიქტატურა]]ს.
 
რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქართველი ანარქისტების მიერ მარქსიზმის კრიტიკაც დრომ გაამართლა. ისინი იბრძოდნენ [[საქართველო]]ს ავტონომიისათვის, უფრო შორსაც მიდიოდნენ: 10-იან წლებში ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით და მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ქართველ ანარქისტთა შესახებ და ამ იდეოლოგიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირზე მასალები მოიპოვება ს. ხუნდაძის, პ. გუგუშვილის, პრ. რატიანის, ლ. გორგილაძის, გ. ჯანგველიძის, გ. მეგრელიშვილის, ნ. გვიანიშვილის და სხვათა გამოკვლევებში.
ხაზი 34:
[[კატეგორია:ანარქიზმი| ]]
 
{{Link FA|ar}}
{{Link FA|eo}}
{{Link FA|id}}
{{Link FA|eu}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|zh}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანარქიზმი“-დან