სუიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ტრადიციული ამბები: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 58:
 
ბიდაცუს გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებაში სუიკოს ძმა [[იომეი|იმპერატორი იომეი]] მოვიდა, რომელიც 2 წელიწადში ავადმყოფობით გარდაიცვალა. იომეის გარდაცვალებას სოგას და მონონობეს კლანებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლაში სოგას კლანმა გაიმარჯვა და პრინცი ჰაცუსებე იმპერატრ სუსიუნად აიყვანა ტახტზე. თუმცა მალე კლანის ლიდერს, სოგა ნო უმაკოსა და იმპერატორს შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი, სადაც უმაკომ იმპერატორი მოაკვლევინა. იაპონიის ისტორიაში სუიკო პირველი ქალი იყო, რომელიც იმპერატორების ტრადიციული წესის მიხედვით აირჩიეს.
 
სუიკოს ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში ქვეყნის რეგენტად იმპერატორის ძმიშვილი, პრინცი სიოტოკუ დაინიშნა, თუმცა მანამდეც ქვეყნის ძალაუფლება მის და სოგა ნო უმაკოს ხელში იყო, რადგან სუიკო სახელმწიფო საქმეებში არ იყო გარკვეული. მოგვიანებით, მისი მმართველობა მისმა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარმა გადაარჩინა. იმპერატორი ქალი სუიკო ქვეყანას 35 წელი მართავდა და 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუიკო“-დან