ეთნოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q132151
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Izmir Ethnography Museum.jpg|მინი|[[იზმირი]]ს ეთნოგრაფიული მუზეუმი]]
[[ფაილი:Ethnography Museum Budapest architecture.jpg|მინი|ეთნოგრაფიული მუზეუმი [[ბუდაპეშტი|ბუდაპეშტში]]]]
'''ეთნოგრაფია''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ]]. ''ethnos'' - ტომი, ხალხი და ''grapho'' - ვწერ, სიტყვასიტყვით - ხალხის აღწერა) — ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობისა, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული [[მეცნიერება]].
 
=== ეთნოლოგიის კვლევის საგანი ===
ხაზი 11:
ეთნოლოგია, როგორც დამოუკიდებელი [[მეცნიერება]], [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] შუა წლებში ჩამოყალიბდა, ეთნოგრაფიული ცოდნის საწყისები კი შორეული წარსულიდან მომდინარეობს. იგი უკავშირდება [[ეგვიპტე|ძველ ეგვიპტის]], [[შუმერი]]ს, [[ბაბილონი]]ს, [[ასურეთი]]ს, [[პალესტინა|პალესტინის]], [[ურარტუ|ხეთის ურარტუს]], [[სპარსეთი|ძველი სპარსეთის]], [[ჩინეთი]]ს, [[ინდოეთი]]ს და სხვ. წერილობით წყაროებს და მატერიალური კულტურის ძეგლებს.
 
ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ მახლობელი თუ შორეული ხალხების ყოფის თავისებურებანი, მათი ზნე-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. ადამიანის განსახლება [[დედამიწა]]ზე ერთბაშად არ მომხდარა. ჰესიოდეს ეპოქის (ძვ. წ. VIII-VII სს.) ეთნიკური სამყარო ვიწრო გეოგრაფიულ არესა და ხალხთა მცირე რაოდენობას მოიცავდა.
 
სტრაბონის „გეოგრაფიაში“ მოხსენიებულია 800-ზე მეტი ხალხი, განსახლებული ევროპოდან ინდოეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ბალტიის ზღვამდე. დღეს კი დაუსახლებელი ადგილები დედამიწაზე თითქმის აღარ დარჩა. თუ ნეოლითის ხანაში დედამიწის მოსახლეობა 1 მლნ. კაცს შეადგენდა, დღეს იგი 4 მლრდ-მე გაიზარდა, ხოლო ეთნოსთა რიცხვი 4000-მდე ივარაუდება. უძველესი ხანის წერილობით ძეგლებში წარმოდგენილია არა მარტო აღწერილობითი ეთნოგრაფიული მასალა, არამედ თეორიული საკითხების გადაჭრის ცდებიც. მაგ., ბიბლიაში ხალხთა ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური ცხრილია წარმოდგენილი; [[ჰეროდოტე]] დაინტერესებული იყო ხალხთა წარმოშობის საკითხებით, მათ შორის კოლხების ეთნოგენეზით. მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული დაკვირვებებია ძვ. ქვეყნის ხალხებზე, მათ შორის ქართველ-კავკასიელებზე [[ჰიპოკრატე]]ს და [[ქსენოფონტი]]ს, [[სტრაბონი]]ს, [[ტაციტუსი]]ს და სხვათა შრომებში.
 
შუა საუკუნეებში ხალხთა დიდმა გადასახლებებმა და ახალი ქვეყნების გაცნობამ გამოიწვია ეთნოგრაფიული ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოება მანამდე უცნობი ხალხების ყოფა-ცხოვრებაზე. ამის ანარეკლი ჩანს ბიზანტიელი მწერლების ([[კოსმა ინდიკომპლევსტი]], [[მავრიკიოსი]], [[კონსტანტინე პორფიროგენეტე]], [[პროკოპი კესარიელი]] და სხვ.), აგრეთვე ირანელი, არაბი, შუააზიელი და ჩინელი მოგზაურების, მისიონერებისა და გეოგრაფების შრომებში ([[ბირუნი]], [[იბნ ჰაუკალი]], [[იბნ ფადლანი]], [[მასუდი]], [[პლანო კარპინი]], [[რუბრუკი]], [[მარკო პოლო]] და სხვა).
 
XV-XVII საუკუნეებში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა უცნობ ხალხთა შესახებ სრულიად ახალი მასალა შესძინა ეთნოგრაფიას. ახალაღმოჩენილ ქვეყნებში ევროპულ სავაჭრო კაპიტალს პირველუპირველეს რიგშიყოვლისა მათი ბუნებრივი სიმდიდრე აინტერესებდა. კოლონიზატორები ამერიკელ ინდიელებს „ღვთის ნასახ“ ადამიანებად არ თვლიდნენ, რადგანაც მათი არსებობა ეწინააღმდეგებოდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს ყველა ხალხის ნოეს შვილებისაგან წარმომავლობის შესახებ. ინდიელთა ყოფა-ცხოვრებაზე იწერებოდა ფანტასტიკური შრომები, რომლებიც ცნობილია „კურიოზების ლიტერატურის“ სახელწოდებით. მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ეთნოგრაფიულ აღწერათა შორის შეინიშნება მეცნიერებისათვის ღირებული რელაციები [იტალიელი ზღვაოსნის ანტონიო პიგაფეტას (დაახლოებით 1491-1535) დაკვირვებები კუბაზე ([[1525]]), ესპანელი მისიონერის საჰაგუნის მიერ ჩაწერილი ტექსტები და სხვა].
 
XVIII საუკუნეში ამერიკელი ინდიელთა შესახებ ეთნოგრაფიული მასალის დაგროვებას შედეგად მოჰყვა მისი მეცნიერული გააზრების ცდები. მკვლევარები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხების მდგომარეობას. ჰობზის აზრით, პირველყოფილი ხალხების საზოგადოებრივი ურთიერთობა დამყარებული იყო შუღლსა და მტრობაზე, მუდმივ ქიშპსა და ომებზე, პრინციპზე — „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“.
 
[[ჟან-ჟაკ რუსო]], პირიქით, მათ ყოფა-ცხოვრებას აიდეალებდა და კაცობრიობის ბედნიერი ბავშვობის ხანად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ, ფრანგი მისიონერი [[ჟოზეფ ლაფიტო]] ([[1670]]-[[1740]]), რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ამერიკელ ინდიელებს შორის და რომელმაც დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, ასაბუთებდა, რომ ახალაღმოჩენილი ხალხების საზოგადოებრივი განვითარების საფეხური ევროპელების მიერ ადრე განვლილი ეტაპია და რომ ეს საფეხური განვლეს როგორც ძვ. ბერძნებმა, ისე რომაელებმა. ლაფიტო პირველი ევროპელი იყო, რომელმაც გამოიყენა შედარებითი მეთოდი ეთნოგრაფიაში. იმავე ხანებში [[საქართველო]]ში ამ მეთოდს წარმატებით იყენებდა [[ვახუშტი ბატონიშვილი]].
 
=== ეთნოლოგიის მიღწევები ===
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] I ნახევარში გაიზარდა ინტერესი [[ევროპა|ევროპის]] ხალხთა ეთნოგრაფიისადმი. შეიქმნა გათხრითი [[არქეოლოგია]], რის შედეგადაც დადასტურდა ლაფიტოს თვალსაზრისი [[ევროპა]]ში განვითარების უძველესი საფეხურის არსებობის შესახებ.
 
გაიშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები და ასურულ-ბაბილონური ლურსმული დამწერლობის ძეგლები. იმ დროს შეიქმნა ეთნოლოგიაში მითოლოგიური მიმართულება. დაგროვდა სამუზეუმო ეთნოგრაფიული კოლექციები, შეიქმნა ეთნოგრაფიის საზოგადოებები [[პარიზი|პარიზში]], [[ლონდონი|ლონდონში]], [[ნიუ-იორკი|ნიუ-იოკრსა]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგში]], რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსება. მომწიფდა ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საკითხი. ეთნოგრაფიის ცალკე სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას დაემთხვა ევოლუციური სკოლის ფორმირება, რომელიც კულტურის ევოლუციის პროგრესულ იდეაზე იყო დაფუძნებული (ადოლფ ბასტიანი, იოჰან ბახოფენი, თ. ვაიცი, ჯონ მაკლენანი, იულიუს ლიპერტი, ედუარდ ტაილორი, ლუის მორგანი და სხვები). ამ სკოლის წარმომადგენლები კაცობრიობის კულტურას განიხილავდნენ როგორც პროგრესული განვითარების ერთიან, კანონზომიერ პროცესს. მაგრამ მათ ეს კაცობრიობის „ფსიქიკური ერთიანობიდან“ გამოჰყავდათ, კულტურის ევოლუციური განვითარება მიაჩნდათ სწორხაზოვან პროცესად ყოველგვარი ნახტომების გარეშე და ამდენად იდეალისტურ პოზიციებზე იდგნენ.
49 737

რედაქტირება