ტუვალუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 499:
| archivedate = 2008-08-18
}}</ref>
 
==== საკანონმდებლო ხელისუფლება ====
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი [[პარლამენტი]], ანუ ''ფალე ი ფონო'' (ტუვალუს ენა — Fale I Fono) (ასევე ქვია ''ასამბლეის პალატა''), რომელიც შედგება არა ნაკლებ 12 [[დეპუტატი]]საგან<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 84 (4), სტატია 82 (4)''.</ref>, და ირჩევა ოთხწლიანი ვადით.<ref name="PacLII_Government"/> დეპუტატები ირჩევიან საყოველთაო [[აქტიური საარჩევნო უფლება|აქტიური საარჩევნო უფლების]] საფუძველზე მაჟორიტარული სისტემით შედარებითი უმრავლესობით მრავალმანდატიან და ერთმანდატიან ოლქებში. პარლამენტის დეპუტატად არჩევის უფლება აქვს 21 წელს მიღწეულ ტუვალუს ყველა მოქალაქეს<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 91 (1 ა, ბ)''.</ref> (ამასთან არსებობენ მთელი რიგი გამონაკლისები, რომლის დროსაც კანდიდატებს უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 95 (1)''.</ref>). პარლამენტის არჩევნების დამთავრებისთანავე პარლამენტის წევრები თავისი წევრებიდან ირჩევენ [[სპიკერი|სპიკერს]].<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 4, სტატია 104 (2)''.</ref> სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრის ადგილი ვაკანტური რჩება ან თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (ის განისაზღვრება სახელმწიფოს მეთაურის გონივრული განსჯის მიხედვით) პრემიერ-მინისტრი მაინც ვერ იქნა არჩეული.<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 7, სტატია 115 (1)''.</ref>
 
ტუვალუს პარლამენტი უფლებამოსილია გამოსცეს კანონები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კონსტიტუციას.<ref>''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 2, სტატია 84 (ა)''.</ref> პარლამენტის თითოეულ წევრს უფლება აქვს განსახილველად შეიტანოს [[კანონპროექტი]], წინადადება პარლამენტში დებატების შესახებ, შეიტანოს პეტიცია პარლამენტში.<ref name="ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 5, სტატია 111 1">''ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 5, სტატია 111 (1).</ref> როგორც პასუხისმგებლობის და კონსულტაციის ერთ-ერთი ფორმა ყველა კანონპროექტი პარლამენტში პირველი წაკითხვის შემდეგ იგზავნება ადგილობრივ მთავრობებში (ანუ ''ფალეკაუპულე'') განხილვაზე და კომენტირებაზე. ამ წესიდან გამონაკლისია ის კანონპროექტები, რომლებსაც თავდებად დაუდგა ტუვალუს [[გენერალ-გუბერნატორი]], ასევე ის კანონპროექტები, რომლებსაც არა აქვთ საზოგადოებრივი მნიშვნელობა.<ref name="ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 5, სტატია 111 1"/> ამ შემთხვევებში გენერალ-გუბერნატორი ვალდებულია იმოქმედოს მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციებით.
 
== ტუვალუ და საქართველო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუვალუ“-დან