ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
ფიზიკის განვითარებამ ცხადყო, რომ ველი უწყვეტობასთან ერთად ატარებს წყვეტილი აღნაგობის მრავალ ნიშანს და ნივთიერებაც წყვეტილ აღნაგობასთან ერთად უწყვეტობის თვისებათა მატარებელია. ნივთიერებისა და ველის თვისებების ასეთი დაახლოების შედეგად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მატერიიის აღნაგობის საკითხის გარკვევაში.<ref name="მათე1" />
[[ფაილი:CMB Timeline300 no WMAP.jpg|right|300px|thumb|სამყაროს გაფართოების გრაფიკული წარმოდგენა. აქ სივრცე (მათ შორის სამყაროში ჰიპოთეზურად დაუმზერადი ნაწილიც) დროის ყოველი მომენტისთვის წარმოდგენილია წრიულ ნაწილებად.]]
მატერიის არსებობის ფორმებია [[სივრცე]] და [[დრო]]. ისინი არ არიან მატერიალური ობიექტები, მაგრამ წარმოადგენენ ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებელ ობიექტურ რეალობებს და აუცილებელნი არიან როგორც ცალკეული სხეულების არსებობისა და ურთიერთქმედებისათვის, ისე მოვლენათა მიმდინარეობისათვის. არ არსებობს სხეული და მოვლენა, რომელიც არ იმყოფებოდეს და არ მიმდინარეობდეს სივრცესა და დროში და არ იარსებებდა სივრცე და დრო, რომ არ არსებობდნენ ცალკეული სხეულები და მოვლენები. ცხადია სივრცე და დრო არ არიან დამოუკიდებელნი მატერიისგან და მატერიის, სივრცისა და დროის თვისებებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კავშირი. კლასიკური ფიზიკის ძირითად ნაკლს წარმოადგენდა სწორედ სივრცისა და დროის აბსოლუტირება და მათი სრული მოწყვეტა მატერიისგან. ფიზიკა ჯერ კიდეკიდევ შორსაა მატერიის, სივრცისა და დროს შორის არსებული კავშირების სრულად ამომწურავად გაგებისგან, მაგრამ [[ფარდობითობის თეორია|ფარდობითობის თეორიის]] საშუალებით შესაძლებელი გახდა ამ კავშირის ნაწილობრივ გარკვევა მაინც.
ყოველივე ზემოთქმული მატერიის, სივრცისა და დროის შესახებ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად არის ჩვენთვის ცნობილი მათი კონკრეტული თვისებები. ფიზიკისა და საზოგადოდ მთელი ბუნებისმეტყველების განვითარებასთან ერთად იცვლება შეხედულებები მატერიის, სივრცისა და დროის სტრუქტურების შესახებ; სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება კავშირი მათ შორის, მაგრამ ამ ცვლილებებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია მიგვიყვანონ მატერიის, სივრცისა და დროის ობიექტური არსებობის უარყოფამდე.<ref name="მათე2">მათე მირიანაშვილი ზოგადი ფიზიკის კურსი ნაწილი I (მექანიკა); თსუ 1973;გვ.11.</ref>
მატერია არსებობს დროსა და სივრცეში. სივრცე განსაზღვრავს ერთდროულად არსებული ობიექტების ერთმანეთის მიმართ ურთიერთ განლაგებას და მათ ფარდობით სიდიდეს ([[მანძილი (ერთეული)|მანძილსა]] და ორიენტაციას). ბუნების ყველა მოვლენა მიმდინარეობს განსაზღვრული თანმიმდევრობით და გააჩნია სასრულო განგრძობადობა.<ref name="Дмитриева"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიზიკა“-დან