ფსიქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
=== ემპირიული ფსიქოლოგია ===
საუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა]] ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი [[პიროვნება|პიროვნებისაგან]] დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ [[ინტროსპექცია]], რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.
=== გეშტალტფსიქოლოგია ===
|