სილოვან ხუნდაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, [[1884]] წლის შემოდგომაზე, სილ. ხუნდაძე შეუდგა მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. აღნიშნული წლის დამლევიდან [[1888]] წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ძველი [[სენაკი]]ს ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. [[1888]] წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. [[1880]]-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.
 
[[1900]] წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელის]] (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე [[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის]] დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. [[თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან]] ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული ეროვნული საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად - სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე. მათგან საკმარისია დავასახელოთ მწერალი [[ლორთქიფანიძე, ნიკო|ნიკო ლორთქიფანიძე]], აკადემიკოსი [[ახვლედიანი, გიორგი|გიორგი ახვლედიანი]], აკადემიკოსი [[ნუცუბიძე, შალვა|შალოვა ნუცუბიძე]], აკადემიკოსი [[ერისთავი, კონსტანტინე|კონსტანტინე ერისთავი]], აკადემიკოსი [[ჩიქობავა, არნოლდ|არნოლდ ჩიქობავა]], აკადემიკოსი [[ქავთარაძე, პეტრე|პეტრე ქავთარაძე]], აკადემიკოსი [[უზნაძე, დიმიტრი|დიმიტრი უზნაძე]], აკადემიკოსი [[ყაუხჩიშვილი, სიმონ|სიმონ ყაუხჩიშვილი]], აკადემიკოსი [[წერეთელი, გიორგი ვასილის ძე|გიორგი წერეთელი]], პროფესორი [[წერეთელი, ალექსანდრე|ალექსანდრე წერეთელი]], მწერალი-აკადემიკოსი [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდია]], აკადემიკოსი [[თოფურია, ვარლამ|ვარლამ თოფურია]], პროფესორი [[ნოზაძე, ვიქტორ|ვიქტორ ნოზაძე]] და სხვანი.
 
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე არჩეულ იქნა [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] დამფუძნებელ წევრად. [[1913]] წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. [[1916]] წელს იგი იყო '''დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი'''-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, [[1910]] წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.