მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ clean up, replaced: მუსულმანები → მუსლიმები using AWB |
|||
ხაზი 31:
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა [[1267]] წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადი ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად [[ტუნისი|ტუნისზე]] გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ [[ესპანეთი|ესპანეთთან]] და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა [[ინგლისი]]ს უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა [[აკო]]ზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე [[მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად]] ითვლება.
|