ცვალებადობათა ფორმები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ადექვატ → ადეკვატ using AWB
ხაზი 3:
 
==არამემკვიდრული ცვალებადობა==
ამ დროს ინდივიდის გენოტიპი უცვლელია, იცვლება მხოლოდ ფენოტიპი. ასეთი ცვლილება შთამომავლობას არ გადაეცემა. ორგანიზმის ინდივიდური განვითარების პროცესში ვხვდებით მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და ორგანიზმის სხვა თავისებურებათა კანონზომიერ ცვლილებებს. ამგვარი ცვლილებების დრო და თანმიმდევრობა ონტოგენეზში გენოტიპით მკაცრადაა განსაზღვრული. ცვალებადობის ამ ფორმას ასაკობრივს ანუ ონტოგენეზურს უწოდებენ. ცვალებადობის ეს ფორმა თვალნათლივ ვლინდება არაპირდაპირი განვითარების ცხოველთა სასიცოცხლო ციკლში.
 
სავსებით ერთნაირი გენოტიპის მქონე ინდივიდები განსხვავებულ გარემო პირობებში განვითარებისას, ზოგიერთ შემთხვევაში ფენოტიპით განსხვავდებიან. გამოწვეული ნაირგვარობას მოდიფიკაციურს უწოდებენ. იგი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: 1. გარემო ფაქტორის მოქმედებით ადექვატურიადეკვატური ცვლილების წარმოქმნა; 2. ცვლილება მასიურია, ახალ გარემოში პოპულაციის დიდ ნაწილს აქვს შეცვლილი ფენოტიპი; 3. ცვლილება შექცევადია, საწყის პირობებში დაბრუნებისას ინდივიდებს უბრუნდებათ თავდაპირველი ფენოტიპი; 4. მრავალი მოდიფიკაცია ხანმოკლეა.
 
ყველა ნიშანი და თვისება მემკვიდრულად დეტერმინირებულია. მემკვიდრულად გადაეცემა არა ნიშნები და თვისებები, არამედ გენები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული ნიშან-თვისებების შესაძლო განვითარებას. მცენარის მწვანე შეფერილობა გენოტიპში არა მარტო ქლოროფილის მასინთეზებელი გენების თანაპოვრებაზეა დამოკიდებული, არამედ აუცილებელია სინათლეც. ადამიანის ნორმალური განვითარება დამოკიდებულია როგორც გენოტიპზე, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას განსაზღვრავს, ასევე გარემო პირობათა განსაზღვრულ კომპლექსზეც. მაგ.; ავიტამინოზის ან ჰიპოვიტამინოზი ორსულ ქალებში იწვევს ნაყოფის «მგლის ხახას» განვითარებას.
ხაზი 12:
 
==მემკვიდრული ცვალებადობა==
მემკვიდრული ცვალებადობის შემთხვევაში ნიშან-თვისების შეცვლას გენოტიპში მომხდარი ცვლილება განაპირობებს, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა. გამოყოფენ მემკვიდრული ცვალებადობის ორ ფორმას: კომბინაციურსა და მუტაციურს.
 
'''კომბინაციური ცვალებადობა'''. რეკომბინაციის მეშვეობით ხორციელდება მშობლებში არსებული გენეტიკური მასალის შთამომავლებში გადანაწილება, რაც კომბინაციური ცვალებადობის საფუძველია. რეკომბინაცია არის უნივერსალური ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც მთელ ცოცხალ სისტემაში-პროკარიოტებსა, ევკარიოტებსა და მათ ვირუსებში მოქმედებს: ევკარიოტულ ორგანიზმებში იგი სქესობრივი პროცესით ხორციელდება, პროკარიოტებში-კონიუგაცია, ტრანსფორმაცია და ტრანსდუქცია, ვირუსებში კი ერთობლივი ინფიცირება იწვევს. გენების ახალი თანაწყობა და მათი ახალი კომბინაციები ცვლიან გენოტიპს. ევკარიოტებში კომბინაციუეი ცვალებადობა სამი მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად ხდება: 1. მეიოზის დროს ქრომოსომათა კომბინაციების მიხედვით განსხვავებული გამეტები ყალიბდება; 2. ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის მონაკვეთEბის რეციპროკული გაცვლით-კროსინგოვერით, რითაც შეჭიდულ გენთა ჯგუფებში გაერთიანებული ალელების გადანაწილება და ჯგუფების ახალი ვარიანტების ჩამოყალიბება ხდება; 3. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი გამეტების შემთხვევითი შერწყმით.
 
 
'''მუტაციური ცვალებადობა'''. ცოცხალი სისტემის მემკვიდრული ინფორმაციის შემცველი სტრუქტურის გენოტიპის ცვლილებას, რომლის დროსაც ხდება გენის, ქრომოსომის სტრუქტურის ან მათი რიცხვის ცვლილება, მუტაციური ცვალებადობა ეწოდება.
 
მუტაცია ცოცხალი სისტემის უნივერსალური თვისებაა. იგი მიმდინარეობს ვირუსებიდან მოყოლებული უმაღლეს მცენარეებსა და ცხოველებში, თვით ადამიანის ჩათვლით.
 
 
დღეისათვის მუტაციის ტიპების დაჯგუფება რამდენიმე პრინციპით ხორციელდება: