თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
== არქიტექტურა ==
 
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
[[სურათი:თმოგვის ციხე.jpg|მინი|400პქ|centre|თმოგვის ციხის საერთო ხედი]]
კარიბჭის შემორჩენილი თაღიდან მოჩანს ნაქალაქარი, რომელიც მთიდან ჩამოცვენილი ლოდებშია ჩაფლული. ნაქალაქარის თავზე, ციხის ძირში გვიანდელი მოსახლეობის რამოდენიმე სასაფლაოა. ნაქაკაქარი მტკვრის ორივე მხარესაა. ორივეგან სასახლის ნანგრევებია, მდინარეზე კი ხიდის ბურჯებია შემორჩენილი ორგან.
 
სასახლე ძალზედ დანგრეულია, რომლის ფრაგმენტები იქვეა მიმოფანტული. სასახლის კედლები ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. ის ციხესთან ერთად უძველეს ფენას განეკუთვნება. მტკვრის მარჯვენა მხარეს მეორე სასახლე ოთხ ნაგებობას მოიცავს. ერთი მათგანი აბანოა, დანარჩენი სამი ერთმანეთის გვერდიგვერდაა მიდგმული. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია.
სასახლის კედლის წყობა თანადროულია ციხის გვიანდელი პერიოდისა და თარიღდება XV საუკუნით. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება.
თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350 წ.) გვამცნობს:
{{ციტატა|შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თმოგვის_ციხე“-დან