ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ადრეული წლები: clean up, replaced: ქონდათ → ჰქონდათ using AWB
ხაზი 8:
ჩან კაი-ში გაიზარდა ეპოქაში, როდესაც ქვეყანა გამაჩანაგებელ თავდასხმებს განიცდიდა და მარცხისგან დაუძლურებულ ქვეყანაში სამხედრო პროფესია არაპრესტიჟულად ითვლებოდა. [[1905]] წლს ჩანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სამხედრო პროფესიის მიღება სურს. მას ღრმად სწამდა ჩინელი ხალხის მომავლის და აღშფოთებული იყო [[ცინის დინასტია|ცინის დინასტიის]] უსუსურობითა და უმოქმედობით. სამაგიეროდ ის აღფრთოვანებული იყო [[იაპონია|იაპონიით]], რომელმაც მანამდე უძლეველი [[რუსეთის იმპერია]] დაამარცხა 1905 წელს. იაპონელებმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ეომო და დაამარცხო ევროპული სახელმწიფოები, რამაც დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის ქვეყნების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაზე.
 
[[1906]] წელს,ნაწნავის დემონსტრაციულად მოჭრის შემდეგ (ნაწნავი ხელისუფლებისადმი მორჩილებას ნიშნავდა), ჩანი პირველად ჩადის [[იაპონია]]ში, რათა იაპონურ სამხედრო სასწავლებელში ესწავლა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ამისათვის ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა სამშობლოდან. ის ჩინეთში დაბრუნდა და ბაოდინის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც სწავლება იაპონური სისტემით მიმდინარეობდა. ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ოფიცერთა მომზადების მოკლევადიან კურსებზე ჩაეწერა. წლის ბოლოსათვის წარმატებით გაიარა [[იაპონური ენა|იაპონური ენის]] გამოცდა მათთვის, ვისაც იაპონიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება. [[1908]]-[[1909]] წლებში ის იაპონიის ქვეითთა სასწავლებელში სწავლობს. ამავდროულად გაწევრიანდა [[ჩინეთი]]ს რევოლუციურ ორგანიზაცია ”ტუნმენსოიში”, რომელიც იაპონიაში დაარსდა [[სუნ იატსენი]]ს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ კურსანტებს აკრძალული ქონდათჰქონდათ პოლიტიკური საქმიანობა, ჩან კაი ში გაერთიანების წევრი ხდება და ერთგულების ფიცს დებს.
 
== სინხაის რევოლუცია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან