საფარის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა (2) using AWB
ხაზი 75:
საფარის მონასტერი - ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი - თავის დროზე ნამდვილ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები. ციხიდან დიდი გალავანი იწყება: ჩრდილოეთითა და დასავლის მხრივ გალავნის ნაშთი ეხლაც გარკვევით ჩანს. დასავლეთით, მთაზე, იგი ტყეში იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კალთას ჩამოყვება და მონასტრის შესასვლელის კლდოვან ხევში თავქვე ეშვება. ახალციხიდან მიმავალი გზა სწორედ აქ ჩერდება.
 
კლდის პირას გალავნის ჭიშკართან '''წმ. სტეფანეს''' სახელობის მცირე ერთნავიანი სამლოცველოა. იქვე XIX საუკუნეში რუსი ბერების მიერ აშენებული ორსართულიანი შენობა იდგა რომელიც ხანძრისგან განადგურდა.
 
მთავარი ეკლესიად გზად მარჯვნივ კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები გვხვდება. მოშორებით კი თლილი ქვით ნაშენი '''სასახლის''' ნანგრევებია შემორჩენილი. სასახლე ზურგით კლდეს ებჯინება ხოლო აღმოსავლეთ მხარეს რამდენიმე სარკმელი იყურება.
 
მოშორებით გზიდან 2-3 მეტრში '''სამრეკლოა''' აღმართული, რომელსაც ჩრდილოეთიდან '''იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო''' აკრავს. მარცხნივ სადაც წინ წაჩრილი კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის დგას '''წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარი'''. სამხრეთით წმინდა საბას ტაძარს '''მიძინების ტაძარი''' ებჯინება, რომელიც ყველაზე ძველი შენობაა მონასტერში. იმ კუთხეში, რომელიც წმ. საბას სამხრეთით კედელსა და მიძინების ტაძრის აღმოსავლეთის კედელს შუა ჩნდება - '''წმ. დიმიტრის''' სახელობის სამლოცველოა. სამხრეთითვე ოდნავ მოშორებით დგას წმ. გიორგის სამლოცველო. ჩრდილო-დასავლეთით 4 მეტრში, ციცაბო კლდის პირას '''იოანე ოქროპირის სამლოცველო''' დგას.
 
===მიძინების ეკლესია===
'''მიძინების ერთნავიანი ეკლესია''' კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მისი დაარსების შესახებ წერილობითი ცნობები არ შემოგვრჩენია და არც თვით ეკლესიაზეა რამე წარწერა.
 
მიძინების ეკლესიის შიდა სივრცის განმასხვავებელი თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე, ე. ი. აივნისებრი სადგომი, რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი. პატრონიკე სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. იმავე მხარეს ეკლესიას მინაშენი აქვს კარიბჭესავით, მხოლოდ იგი კედლებითაა დახურული (ჩვეულებრივ კარიბჭეს ღია თაღები აქვს). ადრე კარიბჭეს სამხრეთიდან ქონდაჰქონდა შესასვლელი, იქ სადაც თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას აქვს მეორე კარიც, რომელიც მას წმ. საბას ტაძართან აკავშირებს.
 
მიძინების ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მდიდარი ჩუქურთმები. მას მერე რაც რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძარს და მოიხსნა XIX საუკუნის რუსი ბერების მიერ კირით შელესილი კედლები, გამოჩნდა დამალული ფრესკები და ბევრი ჩუქურთმა. ტაძრის მოხატულობას XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ. ამ ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექას შვილების (სარგის, ყუარყუარესა და შალვა) ბრძანებით, რომლებიც აქვე კანკელის გვერდით არიან გამოსახულნი.
ხაზი 97:
'''წმინდა საბას''' მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები - სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი [[ფარეზასძე]].
{{ციტატა|სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზასძისათა, შეუნდვენ ღმერთმან.}}
წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში (შდრ. [[ბეთანია]], [[ფიტარეთის მონასტერი |ფიტარეთი]]).
 
[[გუმბათის ყელი]] დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ - საკუთრივ სამრეკლო.
ხაზი 106:
 
===სასახლე===
'''საფარის სასახლე''', რომელიც მთის კალთაზეა აგებული ბექასდროინდელად ითვლება. დარჩენილია სასახლის მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით. კედლები ნაშენია თლილი ქვით. გადახურვა არაა შემორჩენილი. სავარაუდოდ სასახლეს მეორე სართულიც ქონდაჰქონდა საზეიმო დარბაზებითა და ფართო სარკმლებით. შესასვლელებსა და სარკმლებში ყურადღებას იპყრობს ქვაში საგანგებოდ გამოკვეთილი ბუდეები კარისა და სარკმლის ალათების ჩასასმელად. სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.
<gallery>
სურათი:Sapara monastery. Jakel's palace ruins 1.jpg|
ხაზი 120:
 
== ცნობილი მოღვაწეები ==
საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი [[არსენ I|არსენ I]] (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ [[ივანე საფარელი|ივანე]] და [[გაბრიელ საფარელი|გაბრიელ]] საფარლები, XII საუკუნეში - [[იოანე მტბევარ-საფარელი]], XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე - მწიგნობარი [[ეფრემი]], XVI საუკუნეში - ცნობილი კალიგრაფი [[კარგარეთელები|სვიმეონ კარგარეთელი]], XVIII-XIX საუკუნეებში - გადამწერები [[მიტროფანე საფარელი]], ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.
 
==გალერეა==