აზოვის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
 
[[1068|1068 წელს]] [[ტმუტარაკანის სამთავრო|ტმუტარაკანის]] თავადმა, [[გლებ სვიატოსლავიჩი|გლებ სვიატოსლავიჩმა]] გაყინულ ზღვაზე გაზომა მანძილი [[ქერჩი|ქერჩსა]] და [[ტამანი|ტამანს]] შორის, რაც დასტურდება ტმუტაკანის ქვის წარწერით.
 
== [[კლიმატი]] ==
აზოვის ზღვას მცირე ფართობი უჭირავს და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა გარშემორტყმული. აქედან გამომდინარე, მისი კლიმატი კონტინენტურია ცივი [[ზამთარი|ზამთრითა]] და ცხელი და მშრალი [[ზაფხული]]თ. შემოდგომა-ზამთარში ამინდს განაპირობებს ციმბირის [[ანტიციკლონი]], რომელსაც ცივი და მშრალი ჰაერი მოაქვს ციმბირიდან 4-7 მ/წმ (ზოგჯერ 15 მ/წმ) სიჩქარის ქარით. ამ ქარებს შეუძლიათ ზამთრის ჩვეულებრივი ტემპერატურა — -1 -5°C, -30°C-მდე შეამცირონ. შუა ზაფხულში ტემპერატურა 23-25°C-დან მაქსიმალურ 40°C-მდე მერყეობს. ზაფხულში ქარები სუსტია, ჩვეულებრივ 3-5 მ/წმ. ნალექები წელიწადში 312-დან 528 მმ-მდე მერყეობს. ზაფხულში 1,5-2 ჯერ მეტი ნალექი მოდის ვიდრე ზამთარში.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Азовское%20море/ აზოვის ზღვა; [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]]]</ref>
[[ფაილი:Ice-breaker Captan Demidov.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ყინულმჭრელი აზოვის ზღვაზე.]]
ზამთარში წყლის საშუალო ტემპერატურა 0-1°C-ია (2-3°C [[ქერჩის სრუტე|ქერჩის სრუტეში]]), ხოლო ზაფხულში — 24-25°C მაქსიმალურ, 28°C-მდე ღია ზღვაში და 30°C-ზე მეტი სანაპიროს სიახლოვეს. ზაფხულის განმავლობაში, წყლის ზედაპირი, როგორც წესი, ოდნავ უფრო თბილია, ვიდრე ჰაერი.<ref>ა. დ. დობროვოლსკი და ბ. ს. ზალოგინი — სსრკ-ის ზღვები. მოსკოვის უნივერსიტეტი 1982 წ (რუსულად).</ref> მცირე სიღრმის გამო წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, სიღრმეში მხოლოდ 1 გრადუსით მცირდება, თუმცა ცივ ზამთარში ტემპერატურის სხვაობამ შესაძლოა 5-7°C-ს მიაღწიოს.
 
ქარი იწვევს ხშირ წვიმებს, რომელსაც თან ახლავს 6 მეტრამდე სიმაღლის ტალღები [[ტაგანროგის ყურე]]ში, 2-4 მეტრიანი ტალღები სამხრეთ სანაპიროს მახლობლად და 1 მეტრიანი [[ქერჩის სრუტე]]ში. ტალღების სიმაღლე ღია ზღვაში, ჩვეულებრივ, 1-2 მეტრია, თუმცა ზოგჯერ მათმა სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრსაც მიაღწიოს.
 
ზღვის წყალმარჩხობა და დაბალი მარილიანობა განაპირობებს ზამთარში მის გაყინვას. ზღვია შეიძლება [[დეკემბერი|დეკემბრიდან]] [[მარტი|მარტამდე]] ნებისმიერ დროს გაიყინოს, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს [[თებერვალი|თებერვალში]] ხდება. ყინულის სისქე ზღვის უმეტეს ნაწილში 30-40 სმ-ს აღწევს, ტაგანროგის ყურეში კი მან შესაძლოა 60-80 სმ-ს მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ყინული ხშირად მეტად არასტაბილურია. ზამთარში ზღვის ყინულისაგან გათავისუფლებამდე მასზე ნავიგაცია წყდება.
 
== [[ფლორა]] და [[ფაუნა]] ==
ზღვის ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ბინადრობს დაახლოებით 180 ჯიშის [[თევზი]] და 300 სახეობაზე მეტი უხერხემლო. აზოვის ზღვა ტრადიციულად ძალიან კომფორტული იყო თევზრეწვისათვის, რაც განპირობებული იყო ზღვის წყალმარჩხობით, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურითა და მრავალფეროვანი ფაუნით, თუმცა ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფაქტორის გამო აღნიშნულ დარგში უკუსვლა აღინიშნება.
 
== მდინარეები ==
ზღვის მცირე ფართობი განაპირობებს მისი აუზის ტერიტორიის სიმცირესაც. აზოვის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია [[დონი (მდინარე)|დონი]] და [[ყუბანი (მდინარე)|ყუბანი]].
 
== საინტერესო ფაქტები ==
* ღამით შეიძლება შეამჩნიოთ როგორ ანათებს სანაპირო ზოლი. მსგავსი ნათება გამოწვეულია სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები პლანქტონური ორგანიზმებით, რომლებიც ფოსფორს შეიცავენ.
 
* მიუხედავად ზედაპირის თითქმის ერთნაირი მოცულობისა (აზოვის ზღვა – 39 000 კვ. კმ; ბაიკალის ტბა – 31 722 კვ. კმ), ბაიკალის ტბის აუზის შესავსებად 94 აზოვის ზღვის წყლის მოცულობა დაგვჭირდება.
 
* აზოვის ზღვაში არ ხდება მიქცევები და მოქცევები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისი დონე ცვალებადი არაა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აზოვის ზღვაში წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია მასში ჩამავალი მდინარეების წყლის ნაკადზე, ატმოსფერულ ნალექებზე, აორთქლების მოცულობაზე, [[შავი ზღვა|შავ ზღვასთან]] წყლის ნაკადის გაცვლასა და სხვა გარემო პირობებზე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Sea of Azov}}
*[http://www.britannica.com/EBchecked/topic/46968/Sea-of-Azov აზოვის ზღვა — ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
*[http://www.mapofukraine.net/crimean_peninsula/azov_sea/sea_of_azov_crimea.html აზოვის ზღვის სურათები] {{en}}
*[http://www.atlantis-motherland.com/location01.html Theory that Atlantis sank beneath the Sea of Azov.]
 
== სქოლიო ==
{{Commons category|Sea of Azov}}
{{სქოლიოს სია}}
 
 
{{ზღვების სია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზოვის_ზღვა“-დან