აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 155:
[[ფაილი:Rwandan refugee camp in east Zaire.jpg|right|thumb|250px|ტიპიური დაპირისპირებები აფრიკაში, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება რუანდაში [[1994]] წელს გადაიზარდა, საშინელ [[რუანდის გენოციდი|გენოციდში]]. ამ სურათზე რუანდელი ლტოლვილების საცხოვრებელი ადგილია ზაირში.]]
[[ფაილი:Congolese soldier.jpg|right|thumb|150px|კონგოელი სამხედროები [[კონგოს მეორე ომი|კონგოს მეორე ომში]] 2001 წელს.]]
[[1945]] წლამედე ტროპიკული აფრიკა დაყოფილი იყო [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოების კოლონიებად, მაგრამ [[XX საუკუნე|XX]] საუკუნის 90-იან წლების დასაწყისისთვის ყველა მათგანი განთავისუფლებული იყო. დეკოლონიზაციის პროცესი აქ დაიწყო [[1950]]-იან წლების მეორე ნახევარში. ტროპიკულ აფრიკაში პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა [[განა]] ([[1957]] წ), ყველაზე მეტი ქვეყანა კი (სულ 17) [[1960]] წელს გათავისუფლდა. ამიტომაც ამ წელს '''"აფრიკის„აფრიკის წელს"წელს“''' უწოდებენ. [[პორტუგალია|პორტუგალიის]] კოლონიური იმპერია მხოლოდ მეტროპოლიაში მომხდარი [[რევოლუცია|რევოლუციის]] შემდეგ, [[1970]]-იან წლების შუა ხანებში გაუქმდა.
 
აფრიკის ხალხთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა [[აფრიკის ერთობის ორგანიზაცია]]მ, რომელიც [[1963]] წლის [[25 მაისი|25 მაისს]] შეიქმნა. ამიტომ ეს დღე 25 მაისი '''"აფრიკის„აფრიკის გათავისუფლების დღედ"დღედ“''' ითვლება. ამ მსოფლიოში უდიდესი, რეგიონალური ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო [[კოლონიზმი]]ს ყველა გამოვლინებისაგან აფრიკის გათავისუფლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ არაერთი პრობლემა წარმოიშვა. თავიდან მათი ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ მოკლე დროში შესაძლებელი იქნებოდა დანარჩენი სამყაროსაგან უზარმაზარი [[ეკონომიკა|ეკონომიკური]] ჩამორჩენილობის დაძლევა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო სიღატაკე, კოლონიალიზმის ეპოქაში კოლონიეური მმართველები მხოლოდ ნედლეულის წარმოებაზე ზრუნავდნენ. ზოგჯერ ეს იყო [[სპილენძი]], უფრო ხშირად კი რაიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მაგალითად [[კაკაო]] ან [[ბანანი]]. ევროპელ ვაჭრებს გაჰქონდათ ეს ნედლეული და შემოჰქონდათ უკვე მზა პროდუქცია. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანის [[სოფლის მეურნეობა]] მონოკულტურულ ხასიათს ატარებდა, ანუ აშენებდნენ საექსპორტოთ გათვალისწინებულ რომელიმე ერთ კულტურას.
 
ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო ისიც, რომ აფრიკის დამოუკიდებელ ქვეყნებში ძალიან ცოტა საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები არსებობდა. მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული იყო [[კაკაო]]ს, [[ბანანი]]ს ან [[მიწის თხილი]]ს პლანტაციებში. კვებისათვის აუცილებელი პროდუქტების წარმოება კი სულ უფრო მცირდებოდა. რის გამოც შეიქმნა სირთულეები აფრიკელთა მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საქმეში. გახშირდა ხან ერთი ხან მეორე რეგიონის შიმშილობა. ფასები საექსპორტო კულტურებზე ეცემოდა და, მაშინ ძვირდებოდა [[იმპორტი]]. ასეთმა ვითარებამ აფრიკის ქვეყნები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. წილითიწლობით კატასტროფულად იზრდებოდა მათი საგარეო ვალი. ზოგიერთი მათგანის საექსპორტო შემოსავლის ნახევარი საგარეო ვალების დაფარვას ხმარდებოდა. ამავე დროს ბევრ ქვეყანაში სამხედრო ხარჯები გაცილებით მეტი იყო ვიდრე, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. ასე რომ, [[1980]]-იან წლების დასასრულისთვის მსოფლიოს 35 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან 26 ტროპიკული აფრიკის ქვეყანა იყო.
ხაზი 165:
პოლიტიკური მრწამსის დამოუკიდებლად აფრიკელი ლიდერი, პირველ რიგში, თავის ტომს ეკუთვნის. როდესაც ის მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური ხდება, თავდაპირველად ის თავისი [[სოფელი|სოფლის]] ან თავისი ტომის ინტერესებზე ზრუნავს. ამ დროს ის იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სხვა ტომის წევრების მოსპობასაც კი. აფრიკის ქვეყნებში პარტიები და მთავრობები ტომობრივ საფუძველზე იქმნება, ასევე ერთი ტომის ინტერესების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
 
ამგვარად, ტრაიბოლიზმი ერთპიროვნული სისტემის საფუძველი გახდა. ტრაიბოლიზმთანაა დაკავშირებული ე.წ [[ნეპოტიზმი]]ც ანუ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა, "ნათლიმამობა"„ნათლიმამობა“. ნეპოტიზმის არსებობის დროსაც კორუფცია მაღალ დონეზეა, ის არის დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის პატიოსნებაზე და უსინდისობაზე. ის ხდება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობამ სცადა [[ევროპა|ევროპული]] ყაიდის სახელმწიფოს შექმნა, ნაწილმა კი თავდაპირველად "[[სოციალიზმი|სოციალისტური ორიენტაცია]]" აირჩია, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსულ ძალებს მათი ქვეყნისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ. მაგრამ უტოპიურმა სოციალუსტურმა ღონისძიებებმა სავალალო შედეგები გამოიღო. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანი ან [[ხუნტა|სამხედრო გადატრიალების]] შედეგად დაემხო , ან თვითონვე თქვეს უარი სოციალისტურ ორიენტაციაზე. ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში [[არმია]] აღმოჩნდა ერთადერთი საერთო სახალხო ძალა, ამიტომ [[1990]]-იან წლების დასაწყისში 17 სახელმწიფოს სამხედროები მართავდნენ. ამ პერიოდისათვის ნათელი გახდა რომ, დამოუკიდებლობა კი დიდი მონაპოვარი იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ამ სახელმწიფოებში მცხოვრები ხალხებისთვის კეთილდღეობა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.
 
== პოლიტიკა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან