ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 195:
 
ნაურუული ენის დამწერლობა შეიქმნა დაახლოებით 100 წლის წინ [[ლათინური დამწერლობა|ლათინური დამწერლობის]] საფუძველზე და შედგებოდა 17 ასოსაგან. შემდგომში სხვა ენების მნიშვნელოვანი გავლენის შედეგად, უპირველეს ყოვლისა [[გერმანული ენა|გერმანულის]], [[ტოკ-პისინი]]ს და [[კირიბატული ენა|კირიბატულის]], [[ანბანი]] გაიზარდა 28 ასომდე. ამ მიკრონეზიული ენის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კათოლიკე მისიონერმა [[ალოის კაიზერი|ალოის კაიზერმა]], რომელმაც დაწერა ნაურუული ენის შესასწავლი წიგნი, ასევე ამერიკელმა (წარმოშობით გერმანიიდან) პროტესტანტმა მისიონერმა [[ფილიპ დელაპორტი|ფილიპ დელაპორტმა]] (''Philip Delaporte'').
 
=== რელიგიური შემადგენლობა ===
დღეისათვის ნაურუში ძირითადად ცხოვრობენ [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]]. ნაურუელთა უმრავლესობა (60,5 % — 6098 ად.) [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტია]], მათ შორის 35,2 % (3552 ად.) — [[კონგრეგაციონალიზმი|კონგრეგაციონალისტები]], რომელთაც აქვთ თავისი ეკლესიები რაიონებში მენენგი, ბუადა, ანაბარი და ნიბოკი, ასევე მთავარი [[ეკლესია]] აივოს რაიონში. [[ღმერთის ასამბლეა|ღმერთის ასამბლეის]] მიმდევრები — 12,8 % (1291 ად.), ნაურუს დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები — 9,4 % (945 ად.). ქვეყანაში არსებობენ [[მეშვიდე დღის ადვენტისტები]]ს, [[ბაპტიზმი|ბაპტისტები]]ს და [[იეჰოვას მოწმეები]]ს მცირე ჯგუფები<ref name="census-2011" />.
 
ნაურუს მოსახლეობის დაახლოებით 32,5 % (3278 ად.) [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]]<ref name="census-2011" />, რომელთაც აქვთ საკუთარი ეკლესია იარენის რაიონში, ასევე სკოლა ევას რაიონში (კაიზერის კოლეჯი). მოსახლეობის დაახლოებით 5 % [[ბუდიზმი|ბუდისტი]] და [[დაოსიზმი|დაოისტი]], 2 % — [[ბაჰაიზმი|ბაჰაისტი]]. ნაურუელების მცირე ჯგუფი ნაურუს ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, რომელიც მოიცავს ღმერთ [[ეიჯებონგი]]ს (''Eijebong'') და კუნძულის სულის [[ბუიტანი]]ს (''Buitani'') თაყვანისცემას.
 
მთავრობა ზღუდავს ზოგიერთი კონფესიის საქმიანობას, მაგალითად, [[მორმონიზმი|მორმონების]] და იეჰოვას მოწმეების (რომელთა მიმდევრები ძირითადად ის უცხოელები არიან, რომლებიც მუშაობენ ნაურუს ფოსფატის კორპორაციაში). როდესაც 1979 წელს ნაურუ მოინახულა იეჰოვას მოწმეების [[მისიონერობა|მისიონერმა]] [[მარშალის კუნძულები]]დან, ის [[დეპორტაცია|დეპორტირებული]] იქნა.
 
1995 წელს შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მაგალითად, ნაურუს მოქალაქეებმა მიიღეს სახლში ქადაგების უფლება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან