ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q2920708
შესწორდა ბმული
ხაზი 5:
დავითი, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. [[1115]] კიევის მთავრის [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ მონომახის]] მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით IV [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცეს]] [[გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი|გიორგი ჭყონდიდელთან]] ერთად ყივჩაყებთან გაემგზავრა, ისინი ოსებთან შეარიგა, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და [[1118]] წელს 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა, მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ ("მარჯვე") ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთი) დააყენა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ყივჩაყები ძირითადად მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ნაწილი გაქრისტიანდა.
 
XII-XIV საუკუნეებში საქართველოში ხშირად ჩანან სხვა, "ახალი" დაქირავებული ყივჩაყებიც ([[გიორგი III, საქართველოს მეფე |გიორგი III-ისა]] და [[თამარითამარ მეფე|თამარის]] დროს, XIII საუკუნის 20-იან წლებში, [[1300]]-[[1308]]), ცენტრალური ხელისუფლება ყივჩაყებს იყენებდა ფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგ., [[ორბელთა აჯანყება 1177-1178|დემნა ბატონიშვილის აჯანყების]] ([[1177]]) და [[იური ანდრიას ძის აჯანყება 1191|გიორგი რუსის]] გამოსვლის დროს ([[1191]]). ამის გამო გაქრისტიანებულ ყივჩაყთა ("ნაყივჩაყართა") ნაწილი ქვეყნის საგამგებლო აპარატში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა. საქართველოში მყოფ ყივჩაყთა მასა XIII საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა ლაშქარს შეერია.
 
==ლიტერატურა==
*''ჩხატარაიშვილი ქ.,'' ქსე, ტ. 10, გვ. 642, თბ., 1986