ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.31.167-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
შესწორდა ბმულები
ხაზი 25:
[[ფაილი:Vardzia.jpg|მინი|200პქ|[[მტკვარი|მტკვრის ხეობა]] ვარძიიდან]]
 
სამონასტრო კომპლექსი ძირითადად [[1156]]-[[1203]] წლებში იქმნებოდა. დასახლება [[1185]] წლის [[15 აგვისტო]]ს [[თამარ მეფე|თამარი]]ს მეფობის ხანაში ([[1184]]-[[1213]]) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა [[იოანე შავთელი]], რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია [[ვარძიის ოთხთავი]]ს დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.
 
[[მონღოლები|მონღოლთა]] ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. [[1551]] წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. [[1578]] წელს, როდესაც ეს მხარე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]]ს ([[1828]]-[[1829]]) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.
ხაზი 59:
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია [[ერუშეთი]]ს მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის [[ანანური]]საგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
 
I ეტაპზე, [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი III-ის]] მეფობის წლებში ([[1156]]-[[1184]]), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე ([[1184]]-[[1185]]) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. [[თამარითამარ მეფე|თამარ]] მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი [[სტოა]]-[[პორტიკი]]თ. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის [[რატი სურამელი]]ს თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე ([[1185]]-[[1203]]) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია [[1283]] წლის მიწისძვრასთან. აქ [[ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელი]]ს ათაბაგობის ხანაში ([[1285]]-[[1306]]) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, [[ივანე ათაბაგი]]ს დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
 
== არქიტექტურა ==
ხაზი 65:
ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი [[მონასტერი]] სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. [[მონასტერი|მონასტერში]] 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 [[მარანი]] 185 [[ქვევრი]]თ. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.
 
ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა ([[1184]]-[[1186]]), სადაც [[ქრისტე]]ს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი III-ისა]] და [[თამარითამარ მეფე|თამარ]] მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი [[რატი სურამელი]].
 
ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარძია“-დან