კაროლინის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 72:
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:LocationCarolineIslands.png|thumb|left|300px|კაროლინის კუნძულების მდებარეობა წყნარ ოკეანეში]]
არქიპელაგი შედგება 936 ცალკეული ან ჯგუფებისაგან შემდგარი [[ვულკანი|ვულკანური]] [[კუნძული|კუნძულებისაგან]] ან [[ატოლი|ატოლებისაგან]], რომლებიც მდებარეობენ 1-10° ჩ. გ. და 131—163° ა. გ. შორის. ხმელეთის ფართობია დაახლოებით 1160 კმ². მსხვილი კუნძულები და კუნძულთა ჯგუფებია: [[პალაუ]] ([[ბაბელდაობის კუნძულები]], 391 კმ²), [[იაპის კუნძულები]] (105 კმ²) — დასავლეთის ჯგუფი; [[სენიავინის კუნძულები]] (კუნძული [[პონპეი (კუნძული)|პონპეი]], 334 კმ²), [[ჩუუკი (კუნძული)|ჩუუკი]] (100 კმ²), [[კოსრაე (კუნძული)|კოსრაე]] (110 კმ²) — აღმოსავლეთი ჯგუფი.
 
ყველა დიდი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა (სიმაღლე 791 მეტრამდე), გარშემორტყმულია [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფებით]]. დასავლეთის ჯგუფის კუნძულები მიეკუთვნება კუნძულოვანი გარშემოწირულობის სისტემას და განიცდის მუდმივ თანაბარ ამოწევას; აღმოსავლეთის ჯგუფის კუნძულები ჩამოყალიბებულია ოკეანის ფსკერზე. [[ფოსფატები]]ს საბადოები ორგანული წარმოშობისაა. [[კლიმატი]] ეკვატორული და სუბეკვატორულია. ნალექები 2250 მმ-დან 3000-4500 მმ-მდე და 6000 მმ (კუნძულ კოსრაეს მთებში) წელიწადში. კაროლინის კუნძულები [[ტაიფუნი (ციკლონი)|ტაიფუნების]] ჩასახვის რაიონია (საშუალოდ 25 წელიწადში), რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ხდება (ხშირად — ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, მაქსიმუმით სექტემბერში). ვულკანურ კუნძულებზე — [[პანდანუსი]]ს მარადმწვანე ტროპიკული ტყეები. მთის ფერდოებზე — ტენიანი მარადმწვანე ტყეები [[გვიმრანაირნი|გვიმრებით]]; [[ბამბუკისებრნი|ბამბუკი]] ქმნის მათ ზედა საზღვარს; გვალვიან ფერდოებზე — [[სავანა]]; [[მარჯნის კუნძული|მარჯნის კუნძულებზე]] ჭარბობს [[ქოქოსის პალმა]] და პანდანუსი.