ფაუ-2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
[[1927]] წელს [[გერმანია]]ში არსებული საზოგადოების Verein für Raumschiffahrt („[[კოსმოსური ფრენის საზოგადოება]]“) წევრებმა დაიწყეს ექსპერიმენტები თხევადსაწვავიანი რაკეტების შესაქმნელად. მყარსაწვავიანი რაკეტები ორივე მებრძოლი მხარის მიერ გამოიყენებოდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს, მაგრამ [[ვერსალის ხელშეკრულება|ვერსალის ხელშეკრულებით]] გერმანიას აეკრძალა მათი შემდგომი გამოკვლევები. [[1932]] წელს [[რაიჰსვერი]]ს ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქცია თხევადსაწვავიან რაკეტებს (მათ შესახებ ვერსალის ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი), რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა შორსმსროლელი არტილერიის რანგში. კერძოდ, გენერალ [[დორნბერგერი, ვალტერ|ვალტერ დორნბერგერს]] აჩვენეს ექსპერიმენტალური რაკეტა რომელიც შექმნა ახალგაზრდა სპეციალისტმა [[ბრაუნი, ვერნერ ფონ|ვერნერ ფონ ბრაუნმა]]. მიუხედავად იმისა რომ რაკეტის შესაძლებლობები შეზღუდული იყო, დორნბერგერი დაინტერესდა სამუშაოებით და ფონ ბრაუნს შესთავაზა განეგრძო მუშაობა და ემუშავა სამხედროების მეთვალყურეობით. ფონ ბრაუნმა და საზოგადოების წევრების დიდმა ნაწილმა ეს რჩევა მიიღო. [[1934]] წლის [[დეკემბერი|დეკემბრისათვის]] ფონ ბრაუნის ჯგუფმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს A-2 გამოცდაში და ამ რაკეტის საიმედოობის ამაღლებაში. A-2 საწვავად იყენებდა [[ეთილის სპირტი|ეთილის სპირტს]] და მჟანგველად [[თხევადი ჟანგბადი|თხევად ჟანგბადს]]. მათ მიერ ბევრი სხვადასხვა საწვავი იქნა გამოცდილი მაგრამ გერმანელი სამხედროები მხარს უჭერდნენ ეთილის სპირტის გამოყენებას და არა ნავთისას რომლის დეფიციტსაც გერმანია განიცდიდა ხოლმე მის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების არარსებობის გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს რაკეტები საწვავად იყენებდნენ სწორედ ეთილის სპირტს რომელსაც ძირითადში [[კარტოფილი]]დან ღებულოდნენ.
 
[[1936]] წლიდან ფონ ბრაუნის ჯგუფი გადაერთო A-2-დან A-3 და A-4 რაკეტების შექმნაზე. ეს უკანასკნელი იყო სრული ზომის რაკეტა მოქმედების რადიუსით 175 კილომეტრი, მაქსიმალური სიმაღლით რომლის მიღწევა შეეძლო 80 კილომეტრი და სასარგებლო ტვირთით 1 ტონა. ეს შესაძლებელი გახდა ძრავის მკვეთრი გაუმჯობესებით რომელიც [[ტილი, ვალტერ|ვალტერ ტილის]] (Walter Thiel) დამსახურება იყო. ნათელი გახდა რომ ფონ ბრაუნის პირმშოები უკვე რეალურ საბრძოლო იარაღად იქცნენ და დორნბერგერმა სამუშაო ჯგუფი საარტილერიო პოლიგონიდან რომელიც იქამდე [[ბერლინი|ბერლინთან]] ახლოს [[კუმერსდორფი|კუმერსდორფში]] მდებარეობდა გადაიყვანა პატარა ქალაქ [[პენემუნდე]]ში, [[ბალტიის ზღვა]]ში არსებულ პატარა კუნძულ [[უზედომი|უზედომზე]] მეტი კონსპირაციისა და მეტი ადგილისათვის რაკეტების გამოსაცდელად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაუ-2“-დან