არაბული კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
 
არაბული კულტურის განვითარების თავისებურად ახალი პერიოდი იწყება XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან. არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური აღორძინების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებისა და დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პირობებში იქმნებოდა და იქმნება თანამედროვე არაბული კულტურა.
 
== ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ==
 
== გეოგრაფია ==
არაბ გეოგრაფთა და მოგზაურთა მრავალრიცხოვანი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი გეოგრაფიული ნაწარმოებები შეიცავენ არა მარტო მთელი მუსლიმური სამყაროს, არამედ სხვა ქვეყნების ([[ევროპა|ევროპის]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთი]] და [[ცენტრალური აფრიკა|ცენტრალური]] [[აფრიკა|აფრიკის]], [[აზია|აზიის]]) გეოგრაფიულ აღწერილობასაც. ამ მხრივ არაბულ გეოგრაფიულ ლიტერატურას ბადალი არ მოეპოვება [[შუა საუკუნეები]]ს გეოგრაფიაში. იგი მეტად მნიშვნელოვანი და ხშირად ერთადერთი წყაროა შუა საუკუნეების მრავალ ხალხთა შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ არაბმა გეოგრაფებმა დიდძალი რეალური ცნობები მოიპოვეს დედამიწის გეოგრაფიის შესახებ, სამყაროს ისინი მაინც [[პტოლემე]]ს თვალით ხედავდნენ, მის თეორიულ პრინციპებს აღიარებდნენ, იმეორებდნენ მის რუკებს ან მიმართავდნენ სქემატურ რუკებს, რომლებიც ძველი ირანული პროტოტიპებიდან გადმოჰქონდათ.
[[ფაილი:TabulaRogeriana upside-down.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|შუა საუკუნეების არაბული რუკა]] [[ფაილი:Al-Idrisi's world map.JPG|მინიატიურა|მარჯვნივ|ალ-იდრისის შექმნილი მსოფლიოს რუკა]]
არაბთა ისლამამდელი გეოგრაფიული წარმოდგენები ასახულია ძველ პოეზიასა და [[ყურანი|ყურანში]]. VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ითარგმნა და გადამუშავდა ანტიკური ავტორების, განსაკუთრებით კი პტოლემეს, ასტრონომიულ-გეოგრაფიული შრომები, რამაც საფუძველი დაუდო არაბულ მეცნიერულ გეოგრაფიას, რომელშიც გამოყენებულია სფერული ასტრონომიული გაანგარიშების წესები და ცხრილები. ალ-ბათანისა და ალ-ხვარაზმის შრომებთან ერთად არაბული გეოგრაფიის ამ დარგის უმაღლესი მიღწევა ალ-ბირუნის შრომებია. IX საუკუნეში გამოჩნდა აღწერილობითი გეოგრაფიის პირველი ნიმუშები (იბნ ხორდადბეჰის (დაახლ. 820-912/913 წწ), კუდამა იბნ ჯაფარის (X ს-ის პირველი ნახევარი), ალ-იაკუბის (გარდ. 897 ან 905 წ) და სხვ.) და მოგზაურობათა აღწერილობები, რომლებიც შეიცავდნენ როგორც ფანტასტიკურ, ისე რეალურ ცნობებს სახალიფოს გარე ქვეყნებისა და ხალხების შესახებ (აბუ ზაიდ ალ-სირაფის კრებული, X ს; ბუზურგ იბნ შაჰრიარის და სხვათა თხზულებები). მოგზაურობათა აღწერის ჟანრი შემდეგშიც ვითარდებოდა (იბნ ფადლანის (X ს), აბუ დულაფის (X ს) ჩანაწერები; მოგზაურობათა დღიურები აბუ ჰამიდ ალ-ღარნატისა (გარდ. 1170 წ), იბნ ჯუბაირისა (გარდ. 1217 წ), [[იბნ ბატუტა|იბნ ბატუტასი]] (1304-1377 წწ), პატრიარქ მაკარიოს ანტიოქიელის რუსეთში მოგზაურობის აღწერილობა).
[[ფაილი:Harîrî Schefer - BNF Ar5847 f.51.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|იბნ-ბატუტა]]
[[ფაილი:Ibn Howqal World map.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|იბნ-ჰაუქალის შექმნილი მსოფლიოს რუკა (X ს)]]
არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის აყვავება X საუკუნეს ემთხვევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისლამური სამყაროს სავაჭრო გზებისა და მხარეების აღწერილობისადმი მიძღვნილი შრომები, რომლებიც უხვად შეიცავდნენ გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ ცნობებს (ალ-ისტახრის, იბნ ჰაუქალის (X ს), ალ-მუკადასის (946/947-დაახ. 1000 წწ) შრომები), XI-XIV სს-ში აღმოცენდა ჟანრები გეოგრაფიული ლექსიკონებისა და სამყაროს ზოგადი აღწერილობისა - კოსმოგრაფიისა, რომლებშიც შეჯამებული იყო ადრე დაგროვილი გეოგრაფიული მასალა. მაგალითად, სიტყვარები იაკუთისა (1179-1229 წწ), ალ-ბაქრისა (გარდ. 1094 წ); კოსმოგრაფიები ალ-ყაზვინისა (გარდ. 1283 წ), ალ-დიმაშკისა (გარდ. 1327 წ), აბუ-ლ-ფიდასი.
 
ალ-იდრისის (1100-1161/1165 წწ) თხზულება, რომელიც 70 რუკას შეიცავდა, შუა საუკუნეების ევროპაში საუკეთესო გეოგრაფიულ ტრაქტატად იყო მიჩნეული. მუსლიმური აღმოსავლეთის აღწერის გარდა, იგი შეიცავს სხვადასხვა ცნობებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა და ქვეყანათა შესახებ. გეოგრაფიის შემდეგი განვითარება უმთავრესად ვრცელი კომპილაციების შექმნისა და ცალკეული ქალაქებისა და ქვეყნების ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერის გზით წარიმართა. მეტად მნიშვნელოვანია ალ-ნუვაირის, ალ-კალკაშანდისა და სხვათა თხზულებათა გეოგრაფიული ნაწილები. არაბული გეოგრაფიული მეცნიერების დიდი შენაძენი იყო [[ვასკო და გამა]]ს ლოცმანის იბნ-მაჯიდის (XV ს), აგრეთვე ალ-მაჰრის (XVI ს) შრომები, რომლებშიც განზოგადებული იყო არაბული საზღვაოსნო თეორია და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.
== ფილოსოფია ==