არაბული კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
== არქიტექტურა ==
[[ისლამი]]ს ძირითადი საკულტო ნაგებობა [[მეჩეთი]]ა. იგი გალავნიანი ეზოსა და კოლონადისაგან შედგებოდა. ამ ტიპის ნაგებობანი VII საუკუნის პირველ ნახევარში [[ბასრა|ბასრაში]] ([[635]] წ), ქუფასა ([[638]] წ) და ფუსტატში (VII ს-ის 40-იანი წწ) შეიქმნა. [[დამასკის მეჩეთი|დამასკის მეჩეთის]] მშენებლებმა (VIII ს-ის დასაწყისი) კარგად გამოიყენეს ადგილობრივი ელინისტური და სირიულ-ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. დიდებული მეჩეთები აშენდა კაირუანში (სიდიოკბა, VII-IX სს) და [[კორდოვა|კორდოვაში]] (VIII-X სს). სვეტებიანი მეჩეთი არაბულ ქვეყნებში დიდხანს დარჩა ძირითად მონუმენტურ ხუროთმოძღვრულ ნაგებობად (მეჩეთები: იბნ-ტულუნისა [[კაირო|კაიროში]], IX ს; ჰასანისა [[რაბატი|რაბატში]] და ქუთუბიასი მარაქეშში - ორივე XII საუკუნე; ალჟირის დიდი მეჩეთი XI ს და სხვა). მან გავლენა მოახდინა [[ირანი]]ს, [[კავკასია|კავკასიის]], [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიისა]] და [[ინდოეთი|ინდოეთის]] მუსლიმანურ ხუროთმოძღვრებაზე. სვეტებიანი მეჩეთის გარდა ვითარდება გუმბათიანი ნაგებობა, რომლის ადრეული სახეა კუბათ ალ-სახრის რვაწახნაგოვანი მეჩეთი (687-691 წწ) [[იერუსალიმი|იერუსალიმში]].
[[ფაილი:Israel-2013(2)-Jerusalem-Temple Mount-Dome of the Rock (SE exposure).jpg|მინიატიურა|მარცხნივ|კუბათ ალ-სახრი. იერუსალიმი]]
[[ომაიანები]]ს დროს ფართოდ გაიშალა საერო მშენებლობა: ამაგრებდნენ ქალაქებს, ქალაქგარეთ აგებდნენ ხალიფების სასახლეებსა და ციხესიმაგრეებს (მშათა, კუსაირ-ამრა, კასრ ალ-ხაირ ალ-ღარბი და კასრ ალ-ხაირ ალ-შარკი, ხირბათ ალ-მაფჯარი). აღნიშნული ნაგებობები მორთული იყო მრგვალი ქანდაკებებით, მოზაიკითა და კედლის მხატვრობით.
[[ფაილი:Al-Azhar (inside) 2006.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|მეჩეთი ალ-აზჰარი. კაირო]]
[[ფაილი:AHMosque.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|ალ-ჰაქიმი. დეტალი. კაირო]]
[[აბასიანთა სახალიფო]]ში გაიშალა ქალაქთმშენებლობა. 762 წელს საფუძველი ჩაეყარა [[ბაღდადი|ბაღდადს]], რომელიც გეგმით მრგვალი ქალაქი იყო, ცენტრში სასახლე და მეჩეთი იდგა, ირგვლივ კი გამაგრებული ორმაგი კედელი ერტყა. ქალაქ [[სამარა (ერაყი)|სამარაში]] (სახალიფოს დედაქალაქი 836-892 წლებში) შემონახულია აგურისაგან ნაგები დიდებულთა სახლებისა და სასახლეების ნანგრევები. მათი სწორხაზოვანი ეზოები და თაღოვანი მისაღები დარბაზები მორთული იყო ამოკვეთილი ჩუქურთმებითა და პოლიქრომული მხატვრობით. სამარის მეჩეთებს ჰქონდათ ზიკურათისებური [[მინარეთი|მინარეთები]]. არაბული ხუროთმოძღვრების განსაკუთრებულ სკოლას განეკუთვნება [[ფატიმიდები]]ს დროინდელი ნაგებობები [[კაირო|კაიროში]] (დაარსდა 969 წელს). ქალაქის ქვის კედელი გეგმით კვადრატს ქმნის. შემორჩენილია XI საუკუნის რამდენიმე კარი, საითკენაც ქალაქის მთავარი ქუჩები მიემართება. ციხესიმაგრეთა ხუროთმოძღვრება გამოირჩეოდა სადა, მონუმენტური ფორმებით. ფატიმიდების კაიროს ამშვენებდა სასახლეები, ქარვასლები, აბანოები, საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე მეჩეთები, რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია გრანდიოზულმა ალ-ჰაქიმმა და ალ-აზჰარმა, აგრეთვე ფაქიზად მოჩუქურთმებულმა ალ-აკმარმა და ალ-სალიჰ-ტალაიმ.
[[ფაილი:Vista de la Alhambra.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|[[ალჰამბრა]]. ესპანეთი]]
XIII საუკუნიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე ეგვიპტისა და სირიის ხუროთმოძღვრება მჭიდრო ურთიერთობაში იყო. მიმდინარეობდა დიდი საფორტიფიკაციო მშენებლობა: ციტადელები კაიროში, ჰალაბში (ალეპო) და სხვა. ამ დროს მონუმენტურ არქიტექტურაში სივრცობრივი ხუროთმოძღვრების საწყისებმა ადგილი დაუთმო გრანდიოზულ არქიტექტურულ მოცულობებს. დიდი სადა კედლებისა და ღრმა ნიშებიანი კარიბჭეების თავზე ამოჰყავდათ მაღალყელიანი გუმბათები. აშენდა დიდი ოთხაივნიანი ტიპის შენობები (მანამდე მხოლოდ ირანისათვის დამახასიათებელი): კალაუნის მარისტანი (ჰოსპიტალი, XIII ს) და ჰასანის მეჩეთი (XIV ს) კაიროში, მეჩეთი და მედრესე დამასკში და სხვა. სირიის ქალაქებში აგებდნენ მრავალრიცხოვან გუმბათიან მავზოლეუმებს (XV-XVI საუკუნეების მამლუქთა სასაფლაო [[კაირო|კაიროში]]), რომლებიც თვალწარმტაც არქიტექტურულ ანსამბლებს ქმნიდნენ. კედლების დასამშვენებლად როგორც გარედან, ისე ინტერიერში, მხატვრულ კვეთასთან ერთად გვხვდება ფერადი ქვების ინკრუსტაციაც. XV-XVI საუკუნეების დეკორისათვის მოჭიქულ ფერად აგურსა და ოქროს ვარაყს იყენებდნენ (მეჩეთები მუსა ალ-კადიმისა ბაღდადში, ჰუსაინისა ქერბელაში და იმამ ალისა ნეჯეფში).
 
X-XV საუკუნეები [[მაღრიბი|მაღრიბსა]] და [[ესპანეთი|ესპანეთში]] არაბული არქიტექტურის აყვავების ხანაა. დიდ ქალაქებში ([[რაბატი]], [[მარაქეში]], [[ფესი]] და სხვა) შენდებოდა კასაბები, ციტადელები და მედინები - სავაჭრო და სახელოსნო კვარტალები. მაღრიბის სვეტებიანი, დიდი მეჩეთები და გეგმით იარუსებიანი მინარეთები გამოირჩევა ერთმანეთის გადამკვეთი ნავების სიმრავლით, ამოკვეთილი ჩუქურთმების სიმდიდრითა (თლემსენის, თაზის მეჩეთები და სხვა) და ფერადი კენჭების მოზაიკით. ესპანეთში კორდოვის მეჩეთთან ერთად შემონახულია არაბული არქიტექტურის სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები: ხუროთმოძღვარ ჯებერის „ლა-გირალდას” [[მინარეთი]] [[სევილია|სევილიაში]] (1184-96 წწ), [[ალჰამბრა|ალჰამბრას სასახლე]] [[გრანადა|გრანადაში]] (XIII-XV სს) - არაბული ხუროთმოძღვრებისა დეკორატიული ხელოვნების შედევრი. არაბულმა ხუროთმოძღვრებამ გავლენა მოახდინა ესპანეთის („[[მუდეხარის სტილი]]”), სიცილიისა და ხმელთაშუაზღვის სხვა ქვეყნების რომანულსა და გოტიკურ არქიტექტურაზე.
== სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება ==
 
XVI საუკუნეში [[ოსმალები|ოსმალთა]] მიერ არაბული ქვეყნების დაპყრობას მოჰყვა თურქული ხუროთმოძღვრების ფორმების დამკვიდრება, განსაკუთრებით საკულტო არქიტექტურაში; საერო არქიტექტურაში კი კვლავ ადგილობრივი სამშენებლო და მხატვრული ტრადიციები ცოცხლობდა და ვითარდებოდა.
== სახვითი და დეკორატიულეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება ==
 
== მუსიკა ==
არაბული მუსიკა შეიქმნა საკუთრივ არაბი და დაპყრობილი ქვეყნებისქვეყნებიაგებობას მუსიკათა შერწყმის შედეგად. არაბული მუსიკის ადრეული, „ბედუინური” პერიოდი (VI-VII სს.) ხასიათდება მუსიკისა და პოეზიის ერთიანობით. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჟანრებია: ''მარსა'' - დატირება, ''სარი'' - შურისძიების სიმღერა, ''ურჯუზა'' - ბრძოლაში გამოწვევა, ''ჰიჯა'' - სატირა, ''მადჰი'' - ქება, ხოტბა, ''ხამრია'' - ღვინის ქება, ''ჰაბაბი'' - ცხენოსანთა სიმღერა, ''ჰიდა'' - საქარავნო სიმღერა. მუსიკის ჰანგი მეტწილად ზეპირად ვრცელდებოდა (არსებობდა ციფრობრივი მუსიკალური მართლწერაც). აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული პოეტური ჟანრი - ღაზალი, სრულდებოდა სიმღერით.
[[ფაილი:Turkey.Konya027.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|რაბაბა]]
[[ფაილი:Hasht-Behesht Palace ney.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|ქალი უკრავს ნაიზე]]