არაბული კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''არაბული კულტურა''' — შუა საუკუნეების კულტუ...
 
No edit summary
ხაზი 9:
 
არაბული კულტურის განვითარების თავისებურად ახალი პერიოდი იწყება XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან. არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური აღორძინების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებისა და დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პირობებში იქმნებოდა და იქმნება თანამედროვე არაბული კულტურა.
 
== ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ==
 
Line 25 ⟶ 24:
 
== მუსიკა ==
არაბული მუსიკა შეიქმნა საკუთრივ არაბი და დაპყრობილი ქვეყნების მუსიკათა შერწყმის შედეგად. არაბული მუსიკის ადრეული, „ბედუინური” პერიოდი (VI-VII სს.) ხასიათდება მუსიკისა და პოეზიის ერთიანობით. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჟანრებია: ''მარსა'' - დატირება, ''სარი'' - შურისძიების სიმღერა, ''ურჯუზა'' - ბრძოლაში გამოწვევა, ''ჰიჯა'' - სატირა, ''მადჰი'' - ქება, ხოტბა, ''ხამრია'' - ღვინის ქება, ''ჰაბაბი'' - ცხენოსანთა სიმღერა, ''ჰიდა'' - საქარავნო სიმღერა. მუსიკის ჰანგი მეტწილად ზეპირად ვრცელდებოდა (არსებობდა ციფრობრივი მუსიკალური მართლწერაც). აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული პოეტური ჟანრი - ღაზალი, სრულდებოდა სიმღერით.
[[ფაილი:Turkey.Konya027.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|რაბაბა]]
[[ფაილი:Hasht-Behesht Palace ney.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|ქალი უკრავს ნაიზე]]
[[ირანი|ირანისა]] და ნაწილობრივ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დაპყრობისა და შუა აზიასა და ეგვიპტეში თავიანთი ძალაუფლების დამყარების შემდეგ არაბები იწყებენ უფრო განვითარებული კულტურების ასიმილირებას. შეთვისებული იქნა ბერძნული მუსიკალური თეორიის საფუძვლები. სპარსული და ბიზანტიური მელოდიკის გავლენით არაბული ბგერათარიგი გაიზარდა ორ ოქტავამდე. ირანული გავლენა განიცადა ზოგიერთმა არაბულმა კილომ და საკრავმა. VII საუკუნის დასასრულიდან კლასიკური არაბული მუსიკა აყვავებას განიცდის. იგი ემყარება 7-საფეხურიან კილოებს, სადაც ძირითადი ბგერების გვერდით იყენებენ შუალედურ ინტერვალებს - კომებს (მთელი ტონის 1/8-ზე ნაკლები). არაბული მუსიკალური კილოების თავისებურებამ განაპირობა სიმღერის განსაკუთრებული მანერა, რომლის დროსაც ფართოდ იყენებენ [[გლისანდო]]ს. არაბული მუსიკისათვის დამახასიათებელია ყვავილოვანი მელიზმატიკა, რომელიც მას ორიგინალურ კოლორიტს ანიჭებს. არაბულ მუსიკას ახასიათებს დიატონიკა. ძირითადად იგი ერთხმიანია. არაბული კლასიკური მუსიკა უპირატესად ვოკალურია. ყველაზე გავრცელებული ჟანრია ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელშიც წამყვანი როლი მომღერალს ეკუთვნის. ომაიანთა პერიოდის ცნობილი მომღერლები არიან იბნ მუსაჯიხი, მუსლიმ იბნ მუხრიზი, მომღერალი ქალი ჯამილა და მისი მოწაფეები, აბასიანების პერიოდში კი - იბრაჰიმ ალ-მაუსილი (742-804 წწ.), მისი შვილი ისჰაკ ალ-მაუსილი (767-850 წწ.) და მანსურ ზალზალი. არაბულ მუსიკაში, ძველ ბერძნულ-რომაული მუსიკისაგან განსხვავებით, გავრცელებულია წმინდა ინსტრუმენტალური მუსიკაც. ეს განაპირობებს მუსიკალური საკრავების შედარებით მრავალფეროვნებას. არაბული მუსიკის ძირითადი ძირითადი საკრავებია დასარტყამები: თუთი და კადიბი (მცირე ზომის ჯოხები, რომლებიც კასტანიეტებად გამოიყენება), ტაბლი (ცილინდრული ფორმის დოლი), ნაკარა (ქართ. ნაღარა), საომარი დოლი, დუფი (მცირე ზომის კვადრატული დაირა) და სხვა. ჩასაბერი საკრავებია: მიზ-მარი (ლერწმის ენიანი სალამური), ნაი (ლერწმის ფლეიტა), კუსაბა (პრიმიტიული ღია ფლეიტა), არგული და სხვა. სიმებიანი საკრავებია: [[ბარბითი]] (თავდაპირველად იყო ოთხ, შემდეგ ხუთსიმიანი), რაბაბი (ორსიმიანი ხემიანი საკრავი) და სხვა.
 
VII-VIII საუკუნეებში არაბები იწყებენ ბერძენ მეცნიერთა, მათ შორის მუსიკალურ თეორეტიკოსთა ნაშრომების თარგმნას. ომაიანთა პერიოდს განეკუთვნება არაბული სასიმღერო ტექსტების (ძირითადად პროფესიულის), ბიოგრაფიული და მუსიკალური ისტორიის მასალების (იუნუს ალ-ქათიბი) შეგროვება, აბასიანთა პერიოდში ამ მუშაობას აგრძელებდნენ იბნ ალ-კადიბი და ალი ისფაჰანი (897-967 წწ.), ამ უკანასკნელმა დაგვიტოვა მონუმენტური ნაშრომი „სიმღერათა დიდი წიგნი” („ქითაბ ალ-აღინი”). აღსანიშნავნი არიან მუსიკალური თეორეტიკოსები: ალ-ქინდი (შეიმუშავა და არაბულ მუსიკაში გამოიყენა ნეოპლატონიკოსების მეტაფიზიკის დოქტრინა „სამყაროს ჰარმონია”), საფი ალ-დინ ურმავი (დაახლ. 1230-1294), ავტორი ტრაქტატისა აკუსტიკური და ჰარმონიული კავშირების შესახებ - „ეშ-შარაფია”, ალ-ფარაბი (გარდ. დაახლ. [[950]]) ავტორი „დიდი ტრქტატისა მუსიკის შესახებ”, [[იბნ სინა]] და სხვა. არაბული მუსიკის თეორეტიკოსებმა დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიო მუსიკალური აზროვნების განვითარებაში. მრავალი მუსიკალური ტერმინი - მუტრიბი, შაირი, ზმა, ხოტბა, აგრეთვე მუსიკალური საკრავების სახელწოდებები, დამკვიდრდა ძველ ქართულ საერო პოეზიასა და მუსიკაში. ეს გავლენა ვრცელდება [[ესპანეთი|ესპანეთისა]] და [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მუსიკალურ ხელოვნებაზე, აგრეთვე ზოგიერთი ევროპული მუსიკალური საკრავის ფორმირებაზე.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|1|526-531}}
 
[[კატეგორია:კულტურა რეგიონების მიხედვით]]