ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
}}
 
'''ბანაბა''' ან '''ოკეანის კუნძული''' ({{lang-en|Banaba}}) — [[კირიბატი]]ს მცირე კუნძული [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]], რომელიც [[გილბერტის კუნძულები]]ს დასავლეთით და აღმოსავლეთით [[ნაურუ]]ს ტერიტორიული წყლების საზღვარზე მდებარეობს, ასევე ესაზღვრება [[საფრანგეთის პოლინეზია]]ს (კუნძული [[მაკატეა]]). კუნძულის სიგრძე — 3,2 კმ-მდე, ფართობი — 6,39 კმ². კუნძულის ინგლისური დასახელებაა — «ოშენ» ({{lang-en|Ocean}}), [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენაზე]] — ბანაბა. კუნძული პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა [[ფოსფატები]]ს მოპოვების დროს. კუნძულის მოსახლეობაა — 295 ადამიანი (2010)<ref name=census>{{cite web|title=Kiribati Census Report 2010 Volume 1|url=http://www.mfed.gov.ki/wp-content/uploads/2011/05/Census-Report-2010-Volume-1.pdf|publisher=National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati}}</ref>, რომლებიც ცხოვრობენ იშვიათიმეჩხერი მცენარეულობით დაფარულ იმ რაიონში, რომელიც არ დაზიანებულა ფოსფატების მოპოვების დროს. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ [[რამბი]]ზე ([[ფიჯი]]). ისინი, ვინც კუნძულზე დარჩნენ, დღემდე ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს და არ წყვეტენ კავშირებს რამბიზე გადასახლებულ ნათესავებთან. კუნძული ძალიან საინტერესოა ეკოლოგებისათვის, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სამთომომპოვებელი წარმოების საქმიანობის შედეგების ნახვა. კუნძულზე მოსახვედრად აუცილებელია კუნძულის საბჭოს ნებართვის მიღება.
 
== გეოგრაფია ==
ხაზი 77:
 
საწყისი 6 კმ² ნაყოფიერი ტროპიკული მიწიდან დარჩა მხოლოდ 0,6 კმ² საბადოების გადამუშავების შედეგად ხელუხლებელი ფართი, სადაც დღეისათვის ცხოვრობს კუნძულ ბანაბას დარჩენილი მოსახლეობა. 1996 წლის ოქტომბერში კუნძულის მოსახლეობა გაიზარდა 500 კაცამდე, რამდენიმე ადგილობრივი სახელისუფლო პირისა და მათი ოჯახის წევრების ჩათვლით. ბოლო მონაცემებით 2001 წელს ძლიერი გვალვის გამო მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა კუნძულ რამბიზე (ფიჯი), ამიტომ დღეისათვის ბანაბას კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი.
 
== ისტორია ==
თავისი იზოლაციის გამო კუნძული ბანაბა ევროპელი ზღვაოსნებისათვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა უცნობი. კუნძულის ადრეული ისტორიის შესახებ საკმაოდ ცოტა რემეა ცნობილი. მისი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათი წინაპრები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები. მეცნიერები კი კამათობენ იმ პერიოდის ადამიანის ადრეულ მიგრაციაზე. სავარაუდოდ, კუნძულ ბანაბას პირველი დასახლებულები იყვნენ შავკანიანები (ანუ ბატაბატა), რომლებსაც ჰქონდათ დანარჩენი მელანეზიელების ფიზიკური თვისებები. კუნძულის ხალხური თქმულებებით ბანაბას პირველი დასახლებულები, როგორც ყველა გილბერტის კუნძულისა, მოვიდნენ [[ვანუატუ]]დან. ესენი იყვნენ კუნძულ ტაბვევას მთავარი დასახლების «დაუნდობელი ხალხი» — მანგატი. ისინი მშვენივრად ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას და მაგიას. მათი საზღვაო მოგზაურობების შესახებ არანაირი წერილობითი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი იყვნენ კუნძულებიდან გადმოსახლებულთა დიდი ნაკადის ნაწილი.
 
ამ ხალხის ბანაბას კუნძულზე დატოვებული მთავარი არქეოლოგიური რელიქტი ქვის დაბალი პირამიდებია, რომელიც მდებარეობს კუნძულის ძველ რეზიდენციასა და სოფელ ბუაკონიკაის შორის. სავარაუდოდ, ეს იყო საფლავები. ერთ-ერთ პირამიდაზე, მანეაბასთან ახლოს სოფელ ტე აკაში ღრეჩოებიდან შეიძლება ორი ადამიანის თავის ქალის დანახვა.
 
მრავალი წლის შემდეგ კუნძულ ბანაბაზე მოცურდა რამდენიმე ადამიანი კუნძულ [[ახალი გვინეა|ახალი გვინეიდან]]. ისინი გაჩერდნენ სოფელ ტაბვევაში და მათ იცნობდნენ, როგორც აურიარიის ბავშვებს. როგორ გაჩნდნენ ისინი კუნძულზე ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ მათ გზა აერიათ. ისინი არ იბრძოდნენ კუნძულზე დომინირებისთვის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, უბრალოდ ნელა-ნელა ავიწროვებდნენ მათ აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ. ბოლოს და ბოლოს, მჭიდრო ურთიერთობებისა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ქორწინების გამო, მათ გაიყვეს ტაბვევა ტე კარიად (მათი ნაწილი, რომელიც გამოირჩეოდა ნაყოფიერი მიწით და შედგებოდა 8 სოფლისაგან) და ტე კარიეტად (ნაკლებად ნაყოფიერი მიწის ნაწილი და შედგებოდა 7 სოფლისაგან). შემდგომში მოსახლეობის ზრდის გამო დაარსდა აონოანეს და ტოაკირას ოლქები. ტე კარიას და ტე კარიეტას მოსახლეობა ცხოვრობდა თანხმობაში, ამის დამადასტურებელია სოფლები, რომელშიც ცხოვრობდა ამ ორი ოლქის მაცხოვრებელი ხალხი, მაგალითად, აურაკეია და მარაკეი.
 
გვალვების პერიოდამდე, რომელიც კუნძულზე დაიწყო 1873 წელს და გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში, კუნძულის ძირძველი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2000 ადამიანს. ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ [[თევზჭერა|თევზჭერით]], მიწის დამუშავებით, [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმის]], [[პანდანუსი]]ს და ველური [[ნუში]]ს მოშენებით. ღამ-ღამობით ტარდებოდა სხვადასხვა რიტუალები. კუნძულზე ყოველთვის არსებობდა მტკნარი წყლის დეფიციტი. კუნძულზე გვალვების დროს შრებოდა [[წყალსატევი|წყალსატევები]], ხოლო წვიმიან პერიოდში მათ ყურადღებას აქცევდნენ ქალები. კუნძულზე წყალსატევებს ეძახდნენ «Banga-bangas»-ს. წყლის სათავეები იყო კლდეებში და ისე ღრმად, რომ მათთან მიღწევა შეუძლებელი იყო, მხოლოდ 1900 წელს ფოსფატების მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიტანელი მეშახტეების ჩამოსვლამ ეს სათავეები გახადა მიღწევადი. 1873—1875 წლებში სამწლიანი გვალვის პერიოდში [[ავიტამინოზი]]ს გამო დაიღუპა კუნძულის მოსახლეობის უმეტესობა და მან შეადგინა 400 ადამიანი.
 
1868 წელს კუნძულზე დასახლდა თეთრკანიანი მისიონერი. ის იყო ამერიკელი ღვთისმსახური-მეთოდისტი, რომელსაც ერქვა კაპიტანი ვოლკაპი. კუნძულის უხუცესები მის გამოჩენას არც თუ კარგად შეხვდნენ, ამიტომ ვოლკაპის საგანმანათლებლო მოღვაწეობა თავიდან ნაკლებ პროდუქტიანი იყო, თუმცა, ამ დროს გამოჩნდა კუნძულზე პირველი ბიბლია გილბერტულ ენაზე, იმ დიალექტზე, რომელიც ახლოა კუნძულ ბანაბას მოსახლეობის ენასთან. [[ქრისტიანობა]] მიიღო მოსახლეობის მხოლოდ მესამედმა, დანარჩენი ნაწილი დარჩა კუნძულის ტრადიციული აღმსარებლობის მომხრედ. მათ, ვინც მიიღო ახალი რწმენა, აეკრძალათ ემღერათ და შეესრულებინათ ტრადიციული ცეკვები. 1892 წელს გილბერტის კუნძულებზე მოცურდა [[გემი]] «როიალისტი», ბრიტანეთის გვირგვინის მიერ კუნძულების ანექსიის გამოსაცხადებლად. საზღვარი [[ბრიტანეთის იმპერია]]სა და [[გერმანია|გერმანიის]] კოლონიებს შორის გაივლო 1880 წლის შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერა ამ ორმა ქვეყანამ. გერმანიის კოლონიები მდებარეობდნენ გილბერტის კუნძულების დასავლეთით, ხოლო ბრიტანეთის — აღმოსავლეთით. საზღვარი გადიოდა კუნძულ [[ნაურუ]]სა (გერმანია) და კუნძულ ბანაბას (დიდი ბრიტანეთი) შორის. წყნარი ოკეანის კუნძულებზე ძირითადად მუშაობდნენ ბრიტანელი და ფრანგი ვაჭრები, რომლებიც ყიდდნენ [[გუანო]]ს. მისი შერევით მარილთან ან ქვიშასთან მიიღება ძალიან კარგი სასუქი. 1900 წლისთვის წყნარი ოკეანის ყველა კუნძულზე უკვე მუშაობდა გუანოს მძებნელი სამეცნიერო თანამშრომლები, რომლებიც მთელ მსოფლიოს ესაჭიროებოდა. ასე რომ [[მელბურნი|მელბურნში]] ([[ავსტრალია]]) დაფუძნდა ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია, ცნობილი როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების კომპანია (The Pacific Island Company), რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯონ არანდელი (Arundel). მათ ჰქონდათ პატარა გემი «არჩერი», რომელსაც ყოველწლიურად გადაჰქონდა 100 000 ტონა გუანო. ამ კომპანიაში მუშაობდა ალბერტ ელისიც. იცოდა რა, რომ გუანოს მარაგი მუდმივად მცირდებოდა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომპანიას, მან დაიწყო გამოკვლევების ჩატარება. გამოკვლევების შედეგად მან შეისწავლა ერთ-ერთ კუნძულზე ნაპოვნი ქვა და მასში იპოვა ფოსფატების შემადგენლობა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ქვა ნაპოვნი იყო კუნძულ ნაურუზე, რომელიც იმ დროს გერმანიას ეკუთვნოდა. თვითონ ელისი არასოდეს არ იყო ნამყოფი არც ნაურუზე და არც ბანაბაზე, მაგრამ მან ივარაუდა, რომ რადგან ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან დაშორებული იყო 241 კმ-ით, მათ ექნებოდათ ერთი და იგივე სტრუქტურა. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ კუნძულ ბანაბაზე აღმოჩნდებოდა ფოსფატების საბადოები, მაშინ ის დაუყოვნებლივ ბრიტანეთის მიერ იქნებოდა ანექსირებული. 1900 წლის 3 მაისს გემი «არჩერი» მიცურდა კუნძულ ბანაბასთან. მოკლე დროში კუნძულზე აღმოაჩინეს ფოსფატების მსხვილი საბადოები საერთო ფართობით 0,6 კმ². სავარაუდოდ, აქ შეიძლებოდა მინიმუმ 10 მილიონი ტონა ფოსფატის მოპოვება, იქნებ 3-ჯერ მეტიც კი. ამის შემდეგ კომპანიის მთავარი მიზანი გახდა საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ დიდი რაოდენობის ფოსფატების სხვა ქვეყნებისათვის დამალვა. გემ «არჩერზე» მოიწვიეს კუნძულის ყველა უხუცესი, რის შედეგადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევდა კუნძულ ბანაბაზე მოეპოვებინა ფოსფატი და გაეკეთებინა მისი ექსპორტი 999 წლის განმავლობაში. ამაში კომპანია იხდიდა £50 წელიწადში ან კუნძულის მოსახლეობისთვის იძლეოდა ამავე რაოდენობის თანხის კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა საქონელს. კომპანიის სახელით დოკუმენტზე ხელი მოაწერა ალბერტ ელისმა. მაგრამ მომავალში ცნობილი გახდა, რომ ეს დოკუმენტი არაფერს არ ნიშნავდა, რადგან ისინი, ვინც მასზე ხელი მოაწერა, არ ფლობდნენ კუნძულის მთლიან მიწას. კუნძულ ბანაბას ყოველი ოჯახი ფლობდა მხოლოდ საკუთარ ნაკვეთს. 1900 წლის 10 მაისს შეძენილი იქნა კუნძულის ნაწილი ფოსფატების საბადოების დასამუშავებლად იმ პირობით, რომ არ განადგურდებოდა პალმის ნარგავები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ბინების მშენებლობას ფოსფატების ვაჭრობისათვის და [[ტრამვაი]]ს ხაზის გაყვანას. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული იყო თანხის გადახდა 8 შილინგის რაოდენობით ერთი ტონა ფოსფატის მოპოვებაზე, ამასთან ისინი ასევე ვალდებულები იყვნენ ტვირთი გაეგზავნათ გემებით. კუნძულზე არ არსებობდა საკვები პროდუქტების დეფიციტი. ხელუხლებელ მიწაზე მოჰყავდათ [[ქოქოსის პალმა]], [[პურის ხე]], [[პანდანუსი]], [[შაქრის ლერწამი]], [[ინდური მანგო]] და [[გოგრა]].
 
== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანაბა“-დან