ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: | წარწერა → | ტიტრი using AWB
ხაზი 115:
=== კარიერის ბოლო წლები ===
 
1959 წლიდან 1973 წელს გარდაცვალებამდე ტოლკინისადმი დიდი საჯარო ინტერესი იგრძნობოდა. მისი წიგნები იმდენად პოპულარული იყო, რომ ჯონმა ინანა, რომ სასწავლებელი უფრო ადრე არ დატოვა. თავდაპირველად მას ჰქონდა მიმოწერა მკითხველებთან, სადაც მათ კითხვებზე პასუხებს წერდა, მაგრამ მოგვიანებით [[1960-იანი წლების კონტრკულტურა|1960-იანი წლების კონტრკულტურის]] ფონზე თავისი რომანების პოპულარობით უკმაყოფილო ჩანდა. თავისი საკულტო სტატუსით ჯონი უკვე შეწუხებულიც იყო. მოყვარულთა დაინტერესება ტოლკინით იმდენად დიდი იყო, რომ იგი იძულებული იქნა, სატელეფონო ცნობარებიდან ამოეღო თავისი საკონტაქტო ნომერი. ედითთან ერთად ის გადასახლდა ბორნმუთში, რომელსაც იმ პერიოდში ბრიტანეთის მაღალი ფენები ფლობდნენ. ტოლკინის, როგორც გაყიდვადი ავტორის სტატუსმა მათ ახალ საზოგადოებაში მოხვედრის საშუალება მისცა, მაგრამ ჯონს კვლავ ენატრებოდა თავისი მეგობრები.
 
1972 წლის 1 იანვარს დედოფალმა ელისაბედ II-მ ტოლკინს მიანიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის წოდება. ჯონმა ამის დამადასტურებელი ნიშანი მიიღო იმავე წლის 28 მარტს. იმავე წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა მწერლობის დოქტორის წოდება.